ასოს ვენები და არტერიები (პენისის სისხლმომარაგება)

 

პენისს, ისევე როგორც ადამიანის  ნებისმიერ  ორგანოს სჭირდება სისხლმომარაგება. რაც ნიშნავს იმას, რომ არტერიებმა უნდა მიიტანონ პენისამდე ჟანგბადით გაჯერებული სისხლი და ვენებმა უნდა წამოიღონ იქიდან ნახშირორჟანგით გაჯერებული სისხლი.  პენისის კავერნული სხეული არის ორშრიანი სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია მრავალი სუბშრეები. კავერნოზული სხეულის გარსი შედგება ელასტიური ქსოვილისგან, კერძოდ კოლაგენის ბოჭკოებისგან.  ემისარული ვენები მოთავსებული არიან ორ გარს შორის.

პენისის სისხლმომარაგებას ძირითადად ახლორციელებს ორი სასირცხვო არტერია. სასირცხვო არტერიები იძლევიან 3 ტოტს: ბულბურეთრალურ არტერიას, კავერნოზულ არტერიას(ღრმა არტერია),  და დორსალურ არტერიას. კავერნოზული არტერია უზრუნველყოფს კავერნული სხეულის სისხლმომარაგტებას.  დორსალური არტერია- კანს, კანქვეშა ქსოვილებს და პენისის თავს ამარაგებს.  ბულბოურეთრული არტერია ამარაგებს სპონგიურ სხეულს და შარდსადენს.  პენისს შეიძლება სისხლით ამარაგებდეს დამატებით არტერიებიც, რომელიც თეძოს გარეთა არტერიას გამოეყოფა. პენისის თავიდან  ვენური დრენაჟი ხორციელდება პენისის დორსალური ვენით.  სპონგიოზური სხეულიდან  სისხლი გააქვს ვენურ წნულს, რომელიც მდებარეობს შარდსადენის გარშემო. რაც შეეხება კავერნულ სხეულს, აქედან სისხლი გააქვს ნაწილი ღრმა დორსალურ ვენას, ნაწილი კავერნოზულ ვენას, ნაწილი კრურალურ ვენას crural veins.  კანიდან და კანქვეშა ქსოვილებიდან სისხლი გადის ზედაპირული დორსალური ვენის საშუალებით, რომლებიც საერთო ჯამში ჩაედინებიან საჩინო ვენებში.

ავოტონომიური ნერვული სისტემის აქტივაციისას ხდება კავერნული სხეულების სისხლით ავსება. ამის შედეგად მიიღწევა სრული ერექცია. ერექციის მიღწევის შემდგომ ხდება იშხიოკავერნოზული კუნთის შეკუმშვა(სომატური ნერვების აქტივაციით.). პროქსიმალური კავერნული სხეულის ზეწოლა იწვევს ინტრაკავერნული წნევის მატებას და აჭარბებს სისტოლურ წნევას. ასეთ შემთხვევაში პენისის რიგიდულია და ერეგირებულ მდგომარეობაშია. პენისის რიგიდულობა არის მასტურბაციის დროს, სექსუალური აქტის დროს, ზოგჯერ კი პენისის ფუძესე მოჭერის შედეგადაც შეიძლება იქნეს გამოწვეული.

ერექცია შეიძლება დაიყოს შემდეგ ფაზებად:

1)       მოდუნების ფაზე – არტერიული და ვენური დინება მინიმალურია.

2)      ლატენტური (ავსების) ფაზა – სასირცხვო არტერიებში იზრდება დინება,  მცირდება წნევა შიგნითა სასირცხვო არტერიაში, ინტრაკავერნოზული წნევა უცვლელია. პენისი სიგრძეში მატულობს.

3)      ტუმესცენტური ფაზა – იზრდება ინტრაკავერნოზული წნევა სრულ ერექციამდე. პენისი გრძელდება განიერდება და იწყებს პულსაციას.  როდესაც ინტრაკავერნოზული წნევა იმატებს სისხლის მიდინება მცირდება პენისში. როდესაც პენისის შიგნით წნევა დიასტოლურ წნევას აჭარბებს,  სისხლი პენისში მხოლოდ სისტოლის დროს შედის.

4)      სრული ერექცია – პენისში ინტრაკავერნულმა წნევამ შეიძლება მოიმატოს სისხლის წნევის 80-90 %-მდე, თუმცა შიდა სასირცხვო არტერიაში ნაკლებია სისხლის წნევა ვიდრე საერთო წნევა. ამ პერიოდში ვენური დრენაჟი შესუსტებულია არტერიულ მომარაგებასთან მიმართებაში, მაგრამ ვენური გადინება, მაინც უფრო ძლიერია ვიდრე მოდუნების ფაზაში.

5)      რიგიდული ერექციის ფაზა – როდესაც იკუმშება იშხიოკავერნოზული კუნთი ინტრაკავერნოზული წნევა აჭარბებს სისტოლურ წნევას. ამ პერიოდში არტერიებით პენისში სისხლი პრაქტიკულად არ შედის, თუმცა ამ პერიოდის სიმოკლის გამო არ ვითარდება პენისის იშემია.

6)      დეტუმესცენტური ფაზა –  ეაკულაციის ან ეროტიული სტიმულაციის შეწყვეტის შემდგომ აქტივდება სიმპატიკური სისტემა. არტერიოლების სინუსოიდების გარშემო გლუვი კუნთები იკუმშება. იწყება სისხლის მასიური გადინება პენისიდან. პენისი უბრუნდება მოდუნების ფაზას.