ერექციის მექანიზმი

პენისი წარმოდგენილია ერექტიული ქსოვილით, რასაც ქმნის კავერნული არტერიოლები, და არტერიების გლუვი კუნთები. მოდუნებულ მდგომარეობაში გლუვი კუნთები შეკუმშულია მათ მუდმივი ტონუსის ფარგლებში. ტონუსს განაპირობებს კუნთის საკუთარი ტონუსი და ადრენერგული სისტემის მოქმედება.  კუნთების შეკუმშვის მიუხედავად პენისში სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია, შესაბამისად პენისს მიეწოდება საკვები ნივთიერებები საკმარისი რაოდენობით.  სისხლის ჟანგბადის პარციალური წნევა არის დაახლოებით 35 მმ- ვერცხლისწყლის სვეტით. როდესაც ხდება ადამიანის აგზნება ცენტრალურ დონეზე ან პირდაპირი სტიმულაციით, ან როცა ძლიერდება პარასიმპატიკური ინერვაცია, პენისის გლუვი კუნთები  მოდუნდებიან, არტერიოლები ფართოვდებიან, გაფართოებულ არტერიოლებში შედის დიდი რაოდენობით სისხლი, შესაბამისად პენისი იწყებს დაგრძელებას და გასქელებას მანამ, სანამ თეთრი გარსი არ დაიჭიმება საკმარისად.

როდესაც სინუსოიდები ივსება სისხლით და პენისის მოცულობა იზრდება იჭიმება თეთრი გარსი, რომელიც შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურაა და გარს აკრავს პენისს. დაჭიმული თეთრი გარსი ახდენს მის ქვეშ მდებარე ვენების და ვენური წნულების კომპრესიას (ემისარული ვენების კომპრესია), შესაბამისად ხელს უშლის პენისიდან სისხლის გადინებას.  პენისის შიგნით წნევა  35 მმ/ვწს. დან იზრდება 90-100-მდე. ამ დროს პენისი ჩამოშვებული მდგომარეობიდან ერეგირებულ (აღმართულ მდგომარეობაში გადადის). ინტრაკავერნოზულ წნევას თავის მხრივ ზრდის ინშიოკავერნოზული კუნთის შეკუმშვა, რომელიც თავის მხრივ აძლიერებს ვენების კომპრესიას და აძნელებს პენისიდან სისხლის გადინებას.