სექსის შემდეგ სისხლიანი გამონადენი

ქალების ნაწილს სექსის შემდგომ აქვს საშოდან სისხლდენა მისი მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  1. ცერვიკალური დისპლაზია – საშვილოსნოს ყელის დისპლაზიაა, რომელიც წარმოადგენს პრეკანცერულ მდგომარეობას. ამ მდგომარეობის რისკი იზრდება მრავალი სექსუალური პარტნიორის არსებობის შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობის ან ისტორიის შემთხვევაში. ნაადრევ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას ან და 16-წლამდე მშობიარობისას.  მკურნალობა მოიცავ კრიოქირურგიას, ან აბლაციას, ამ დროს ხდება უჯრედოვანი ფენების აშრევება;
  2. ქლამიდია – იწვევს ბაქტერია ქლამიდია ტრაქომატისი. მისი გადაცემა შესაძლებელია სქესობრივი გზით, სისხლის და სპერმის საშუალებით.  მკურნალობენ ანტიბიოტიკებით;
  3. გონორეა – ქლამიდიასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას წარმოადგენს. მისი გადაცემა ხდება ძირითადად სქესობრივი გზით. გონორეას მკურნალობენ შესაბამისი ანტიბიოტიკებით;
  4. ვაგინიტი – ან ცერვიციტი. არის საშოს კედლების ან საშვილოსნოს ყელის ანთება და შეშუპება. მისი გამომწვევია სხვადასხვა ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები.   შესაძლებელია საშოს გაღიზიანება სხსვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, კრემებით გელებით და ა.შ. ვაგინიტის მიზეზი შეიძლება გახდეს სქესობრივი აქტი, ჰიგიენის ნორმების დაცვის გარეშეც. ვაგინისტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე;
  5. საშვილოსნოს ყელის პოლიპები – არის გლუვი, წითელი, ალისფერი ან მეწამულისფერი გამონაზარდები საშვილოსნოს ყელზე.  მათი ზრდა შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანზე, ან უფრო საშვილოსნოსკენ.  მკურნალობას წარმოადგენს მათი ქირურგიული გზით მოცილება;
  6. ტრიქომონიაზი – პროტოზოათი გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ძირითადად ვრცელდება სქესობრივი გზით.  იშვიათად ტრიქომონია შეიძლება გავრცელდეს საერთო აბაზანის ხმარებით,  საერთო უნიტაზის გამოყენებით, შარდით,  ბასეინით;
  7. სოკოვანი ინფექციები –  იწვევს ქავილის, წვის შეგრძნებას, ხაჭოსებრ თეთრ, უსუნო გამონადენს საშოდან.  მკურნალობას წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები და კრემების გამოყენება;
  8. ენდომეტრიტი და ადენომიოზი –  ენდომეტრიტი არის საშვილოსნოს შიგნითა შრის ანთება. ენდომეტრიოზი – როდესაც ენდომეტრიუმის უჯრედები და ქსოვილი წარმოდგენილია საშვილოსნოს გარეთ.  ადენომიოზი არის ჯირკვლოვანი ქსოვილი კუნთებში;
  9. საშვილოსნოს პოლიპები –  პოლიპები ვითარდება საშვილოსნოში იზრდება ლორწოვანი გარსიდან და შეიძლება მან გამოიწვიოს სისხლდენა.   ქალებს ასეთი პოლიპებით ხშირად აწუხებთ მეტრორაგია – მენსტრუალურ პერიოდებს შორის სისხლდენები. აგრეთვე სისხლდენა სექსის შემდეგ. მენორაგია  – მენოპაუზის შემდგომ სისხლდენა;
  10. ფიბროიდული სიმსივნე – ძირითადად კეთილთვისებიანი სიმსივნეებია, თუმცა შეიძლება იყოს ავთვისებიანიც.