ქალის უშვილობა

უშვილობა, უნაყოფობა სამედიცინო ლიტერატურის განმართებით შვილის ყოლის უუნარობაა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე.

ქალის პირველადი უშვილობა – ასეთი დიაგნოზი ისმევა მაშინ,როცა უშვილობის საფუძველი თანდაყოლოლი დაავადებები, ან განვითარების ანომალიებია. გარდა ამისა, ამავე ჯგუფში შედის ჰორმონალური დარღვევები და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები.

პირველადი უშილობის სახეები:

  • ქალის სასქესო სისტემის ორგანოების განვითარების მანკები: საშვილოსნოს ანომალიები (ორრქიანი საშვილონო, უნაგირისებრი საშვილოსნო), ინფანტილიზმი (პატარა, განუვითარებელი საშვილოსნო), საშვილოსნოს უჩვეულო მდებარეობა, სპერმატოზოიდებისათვის საშვილონოში მოსახვედრად მექანიკური წინააღმდეგობის არსებობა;
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვლები და საკვერცხეები) ფუნქციის დარღვევა, ან უკმარისობა;

ქალის მეორადი უშვილობა – ამ დიაგნოზს მაშინ სვამენ, როცა ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ორსულად, თუნდაც ეს ორსულობა არ დასრულებულიყო მშობიარობით.

არსებობს მეორადი უშვილობის მთელი რიგი მიზეზები:

  • ქალის სასქესო სისტემის ანთებით-ინფექციური დაავადებები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  • ქალის სასქესო ორგანოების დაზიანება ტრავმების, ქირურგიული ჩარევების, აბორტების დროს;
  • სასქესო სისტემის სიმსივნური დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიოზი, პოლიპოზი, საშვილოსნოს მოიმა;
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • იმუნობიოლოგიური უშვილობა (პარტნიორების შეუთავსებლობა);
  • რადიაციული დაზიანება;
  • ფსიქოსექსუალური დარღვევები;
  • ნაყოფის ხშირი მოშორება (სპონტანური აბორტები).

არსებობს ასეთი ტერმინი აბსოლუტური უშვილობა,რომელიც გულისხმობს ქალის სასქესო ორგანოების ისეთ დაზიანებას, როცა ნაყოფის ტარება და მშობიარობა გამორიცხულია (ან რაიმე მიზეზით სასქესო ორგანოები ამოღებულია).

ზოგადად ქალის უშვილობის მიზეზები:

  • საკვერცხეების დისფუნქცია – საკვერცხეების დისფუნქციის მიზეზი 20% არის ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემაში ჰორმონების სინთეზის დარღვევა. მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონები გამოიყოფა მცირე ან ძალიან დიდი რაოდენობით. ან ირღვევა მათი თანაფარდობა.  ამის გამო ირღვევა ფოლიკულის მომწიფება, კვერცხუჯრედი ან არ მწიფდება, ან სიცოცხლის უუნაროა;
  • ჰორმონალური პრობლემები – ეს განაპირობებს ხშირად ამენორეას, ან კვერცხუჯრედის მოუმწიფებლობას. ამასთან დარღვევა შიეძლება ეხებოდეს როგორც სასქესო ჰორმონებს, ასევე ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონალურ დარღვევებს;
  • ადრეული კლიმაქსი – ქალის კლიმაქსის საშალო ასაკი 50-55 წელია, მაგრამ ზოგიერთ ქალს გარკვეული მიზეზების გამო კვერცხუჯრედების „მარაგი“ ეწურება ადრე და მენსტრუაციები წყდება 40-45 წლის ასაკში;
  • საკვერცეების პოლიკისტოზი – საკვერცხეების პოლიკისტოზი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, რაც იწვევს ცვლილებებს საკვერცხეში;
  • დარღვევები ცერვიკალურ არხში – თუკი საშვილოსნოს ყელის ლორწო ძალიან სქელია, სპერმატოზოიდები ვერ გადალახავენ მას. თუკი ლორწო შხამიანია სპერმატოზოიდებისათვის (ქიმიური შემადგენლობით), ისინი მარტივად დაიღუპებიან;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია და პოლიპები – საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის მაჩვენებლების შეცვლა შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი, ამიტომ საჭიროებენ დაუყოვნებლივ მოშრებას;
  • ფალოპის მილების დაზიანება – ყველაზე ხშირად მილების სექსობრივი გზით გადამდები ინექციების გამო ანთებითი პროცესების დროს ზიანდება. ამასთან ცვლილებები მილების ამომფენი წამწამოვანი ეპითელის დაზიანებით დაწყებული ჰიდრსაპლინგსის ჩათვლით. ფალოპის მილების შესაძლოა დაზიანდეს წინა ორსულობის დროს, აბორტის ან სპონტანურინ აბორტის დროს, შინაგანი ორგანოების პათოლოგიების დროს;
  • ნაწიბური საკვერცხეზე – განაპირობებს ფოლიკულების წარმოქმნის უნარის დაკარგვას საკვერცხის მხრიდან. ნაწიბურები ვითარდება ფართო ქირურგიული ჩარევის (მაგ, კისტების ოპერაციების შემდეგ) დროს. ინფექციურ დაავადებებსაც შეუძლიათ საკვერცხეზე ნაწიბურის წარმოშობა;
  • გაუმსკდარი ფოლიკულის სინდრომი – ზოგიერ ქალში ფოლიკულები ყოველთვიურად მწიფდება ნორმალურად, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ისინი არ სკდება. გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მოსაზრებები ჰიპითეზების დონეზეც კი არ არის გამოთქმული;
  • ენდომეტრიოზი – ენდომეტრიუმით ნორმაში საშვილოსნო შიგნიდან არის ამოფენილი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ენდომეტრიუმის უჯრედები ხვდება საშვილოსნოს მიღმა და იქ ვითარდება, ამ პროცესს ენდომეტრიოზის სახელით იცნობენ. როცა საკვერცხეში მიმდინარეობს ენდომეტრიოზი, ეს ხელს უშლის კვერცხუჯრედის მომწიფებას;
  • საშვილოსნოს შენების ცვლილებები – საშვილოსნოს აგებულების ნებისმიერი სახის დეფორმაცია, ლორწოვანის შენების დეფექტები განაპირობებს უშვილობას;
  • ფსიქოლოგიური მიზეზები – საკმაოდ იშვიათად არის უშვილობის მიზეზი. თუმცა არსებობს სამხედრო ამენორეა, ამენორეა სტრესის დროს და წინასაგამოცდო ამენორეაც კი. იდიოპათიურ უშვილობას სწორედ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს მიაწერენ მეცნიერებს.

დიაგნოზის დასადგენად უნდა ჩატარდეს გამოკვლევები და მათი პასუხების გათვალისწინებით უნდა დაისვას დიაგნოზი.

ანალიზები მოიცავს:

  • ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას ინფექციურ გამომწვევებზე;
  • ნაცხის ანალიზი;
  • ბაქტერიოლოგიური ნათესი მიკრობების დასადგენად;
  • სისხლის ანალიზი;
  • იმუნოფერმენტული ტესტი ქლამიდიას, ციტომეგალოვირუსის და სხვების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად;
  • სისხლის ანალიზი სიფილისზე;
  • სისხლის ჰორმონალური ანალიზი.

ქალის უშვილობის მკურნალობა მოიცავს ძირითადი დაავადების მკურნალობას, თუკი დაავადების განკურნების შემდეგ ვერ ხერხდება დაორსულება, ან უშვილობის მიზეზი იდიოპათიურია სასურველია ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება.