ერექციის ფარმაკოლოგია და ნეიროტრანსმიტერები

პენისის ერექციიის ნეიროკონტროლი მოიცავს ადრენერგულ, არა ადრენერგულ ქოლინერგულ და არაქოლინერგულ სისტემებს.  ადრენერგული მოქმედება გამოიხატება პენისის არტერიოლების გლუვ-კუნთებზე მოქმედებით, რომლის მიხედვითაც შენარჩუნებულია პენისის არტერიოლების და სინუსოიდების ტონუსი, რაც უზრუნველყოფს პენისის არაერეგირებულ მდგომარეობას.  ნორადრენალინს პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება პენისის დეტუმესცენტიის დროს და მისი მოდუნებულ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. შეგახსენებთ, რომ  ნორადრენალინი ძირითადი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება  სტრესის დროს.

ქოლინერგული სისტემა მოქმედებს გლუვი კუნთების რელაქსაციაზე, ადრენერგული სისტემის დათრგუნვის ხარჯზე, მოქმედებენ ადრენერგულ ინტერნეირონებზე NO -ს გამომუშავებით ენდოთელიუმიდან აცეტილქოლინის მოქმედებით.

ენდოთელინი – ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია, რომელიც მონაწილეობს პენისის კუნთების შეკუმშვაში, შესაბამისად პენისის მოდუნებაში მას გამოიმუშავებენ ენდოთელური უჯრედები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერი პენისის ერექციის დროს არის NO, რომელიც გამოთავისუფლდება პარასიმპატიკური სისტემისგან.

ანგიოტენზინი, პროსტაგლანდინები, ენდოთელინი მონაწილეობენ დეტუმესცენტიაში.