მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია

მამაკაცის სექსუალური დიფუნქცია განისაზღვრება, როგორც დამაკმაყოფილებელი სექსუალური ურთიერთობის მიუღწევლობა. ის შეიძლება მოიცავდეს აგზენბის პრობლემებს, ემისიის, ეაკულაციის, ერექციის და ორგაზმის.  სექსუალური დისფუნქცია ძალზედ გავრცელებულია მამაკაცებში განსაკუთრებით 40-წლის ზევით. ამ შემთხვევაში კაცების 52%  აწუხებს სხვადასხვა სახის ერექტიული დისფუნქცია. მათ შორის 25 % საშუალო 17%- მსუბუქი,  10% სრული. 65 წლისთვის სექსუალური დისფუნქციის რაოდენობა თითქმის 70 % -ს აღწევს.  ერექციის პრობლემებს ხელს უწყობს: ჰიპერტენზიული დაავადებები, ნეიროპათიები, სიმსუქნე, პროსტატის კიბო, მოწევა და სხვა მავნე ჩვევები. აგრეთვე ძალზედ გავრცელებულია ნაადრევი ეაკულაცია და კიდევ სხვა შედარებით მსუბუქი პრობლემები.

ერექციული დისფუნქცია შეიძლება არსებობდეს ორგანული, ფსიქოლოგიური და კომბინირებული. 1950 იანი წლებისთვის მიიჩნეოდა, რომ 90 % დარღვევების იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეული, თუმცა თანამედროვე კვლევებით ყველაზე გავრცელებულია კომბინირებული ფორმები.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ფსიქოლოგიური ერექციული პრობლემების ასახსნელად: ნეიროტრანსმიტერების იმბალანსი თავის ტვინში,  არაადეკვატური აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლება, სიმპატიკური სისტემის გადამეტებული აქტივაცია.

ერექციული დისფუნქციის 20 % ნეიროგენულია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პერიფერიული ნერვების დაზიანება (კავერნული და სასირცხვო ნერვი),  ზურგის ტვინის დაზიანება ტრავმის ან სხვა პათოლოგიის შედეგად, თავის ტვინის დაავადებები:  დემენცია, პარკინსონიზმი,  ინსულტი, სიმსივნეები  Shy-Drager – სინდრომი. პერიფერიული ნეიროპათია დიაბეტის შედეგად, ალკოჰოლიზმი. ვიტამინების უკმარისობამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტრანსმიტერების უკმარისობა ნერვების დაბოლოებაზე.  მენჯის ღრუს ოპერაციებისას ხშირად ხდება ნერვების დაზიანება და ერექტიული დისფუნქცია. პროსტატის ამოკვეთისას საკმაოდ გავრცელებულია იატროგენული იმპოტენცია. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ოპერაციების შემდეგ, თუნდაც ნერვი იყოს შენარჩუნებული, ნორმალური ერექციის მიღწევის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს 4 წლამდეც. ანუ ადამიანს რეაბილიტაციისთვის დასჭირდეს დიდი დრო, ოპერაციის შემდგომ.