ღამის ერექციის ტესტი

ღამის ერექცია ახასიათებს ყველა ჯანმრთელ მამაკაცს, ყველა ასაკში და დაკავშირებულია თავის ტვინში წარმოშობილი ფსიქოლოგიური მდგომარეობების ეფექტის გათავისუფლება და მათზე კონტროლის მოხსნა, შესაბამისად ფსიქოლოგიური ეფექტების ასახვა ადამიანის ორგანიზმზე. ღამის ერექციის დიდი ნაწილი  80 % ხდება რემ – ძილის ფაზაში. ძილის ეს ფაზა ხასიათდება ყველაზე ღრმა ძილით.  ღამეში მამაკაცს წარმოეშობა 3-5 ერექცია. ერექცია საშუალოდ გრძელდება 30 დან 60 წუთამდე. ერექციის ეპიზოდები ქვეითდება ასაკთან ერთად.

 


ღამის ერექციის განსაზღვრა ხდება სხვადასხვა მეთოდებით.  არის ელექტერო ხელსაწყოები რომელთაც შეუძლიათ ყოველი ერექციის აღწერა დეტალურად, ხანგრძლივობით და სიძლიერის ჩათვლით.

თანამედროვე ტექნიკის არქონის პირობებში კი მარტივად ასე შეიძლება განისაზღვროს ღამის ერექცია:  საჭიროა პენისზე ქაღალდის ზონრის გაკეთება. ქაღალდი უნდა იყოს სხვადასხვა ადგილებში მცირედ გახეული, ან პერფორირებული, დაახლოებით ისე, როგორც ძველ საფოსტო მარკებს ჰქონდათ. ღამის განმავლობაში თუ მოხდება ერექცია ქაღალდი გაიხევა და ამ ფაქტის დაფიქსირება დილით, ღამის ერექციის მანიშნებელია.