წამლები და იმპოტენცია

არსებობს გარკვეული ტიპის წამლები, რომელთაც შეუძლიათ მამაკაცში გამოიწვიონ სექსუალური დისფუნქცია – იმპოტენცია.  ხშირად წამლების გვერდითი ეფექტი-იმპოტენცია არ არის მხოლოდ ერთი ფაქტორით გამოწვეული და ხშირად ასოცირებულია სხვა დაავადებასთან, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პაციენტს: მაგ. შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია და ა.შ.  ეს სამედიცინო მდგომარეობები ხშირად თანდართულია წამლების მიერ გამოწვეულ იმპოტენციასთან და გამოხატულია უფრო ღრმა ასაკში, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.  წამლებმა შეიძლება გამოიწვიონ, როგორც უშუალოდ ერექციული დისფუნქცია, ასევე სურვილის დარღვევები, ლიბიდოს შესუსტება ორგაზმის დარღვევები. სექსუალური დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური მოქმედების წამლებმა:  ანტიფსიქოზურები, ანტიდეპრესანტები, სისტემური ანტიჰიპერტენზიულები. იმპოტენციის გამოწვევა შეუძლიათ შემდეგ წამლებს:

  • ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები)
  • ანტიჰიპერტენზიული წამლები
  • ბეტა ადრენო ბლოკერები (იწვევენ ალფა ადრენერგულ აქტივობას პენისში) ( ამ შემთხვევაში მკურნალობას წარმოადგენს ალფა  1  ბლოკერები და ანგიოტენზინ 2- ის ბლოკერები
  • თიაზიდები და არათიადიზური დიურეტიკები.
  • სპირონოლაქტონები – აქვეითებენ ლიბიდოს და იწვევენ გინეკომასტიას.
  • ალფა ადრენერგული ბლოკერები. დოქსაზოსინი, ტერაზოსინი, ტამსულოზინი (ამათ შეიძლება გამოიწვიონ რეტროგრადული ეაკულაცია, შარდის ბუშტის ყელის მოდუნების ხარჯზე).
  • ოპიატები
  • ანტირეტროვირუსული წამლები( შიდსის საწინააღმდეგო წამლები)
  • ჰისტამინი 2 ის ანტაგონისტები (ციმეტიდინი)
  • ანტიანდროგენები, თუმცა 5 ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორი (ფინასტერიდი) -არის ის წამალი, რომელსაც მინიმალური გავლენა აქვს სექსუალურ ფუნქციაზე.
  • ესტროგენები
  • კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო)
  • LHRH აგონისტები (მალუთეიზებელი ჰორმონის რილიზინგ ჰორმონი)
  • არასტეროიდი ანტი-ანდროგენი – (bicalutamide)
  • ნიკოტინი
  • ალკოჰოლი – მცირე რაოდენობით ზრდის ლიბიდოს და ერექციას(ვაზოდილატაციური ეფექტი), თუმცა დიდი რაოდენობით იწვევს . ცენტრალურ სედაციას. ქრონიკული ალკოჰოლიზმი იწვევს  პოლინეიროპათიას და ჰიპოგონადიზმს.