ჰორმონების გავლენა მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე

ნორმალური სექსუალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ჰორმონების საკმარისი და ბალანსირებული რეგულაცია.  მნიშვნელოვანია მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელიც გონადოტროპინის რეგულირებას ახდენს და უზრუნველჰყოფს კუნთების განვითარებას. დიჰიდროტესტოსტერონი სინთეზირდება ტესტოსტერონისგან და ის უზრუნველჰყოფს თმის ზრდას სხეულზე,  იწვევს ბიჭებში სექსუალურ მომწიფებას, აკნეს და ა.შ.

ზრდასრულებში ანდროგენების დეფიციტი (ძირითადი ანდროგენი ტესტოსტერონია, ყველაზე მძლავრი ანდროგენი-დიჰიდროტესტოსტერონი) იწვევს ლიბიდოს დეფიციტს. ამცირებს სემინალურ ემისიას, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სექსუალური სტიმულაციის დროს ნორმაში ხდება სათესლე ჯირკვლებში, პროსტატაში და კლაკნილ ბუშტუკებში  სეკრეტის, გამონაყოფი სითხეების დაგროვება, რაც საერთო ჯამში ქმნის სპერმას,  ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს ეს პროცესი დარღვეულია.

მამაკაცის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება ანდროგენების, მელატონინის, თიროქსინის, ზრდის ჰორმონის რაოდენობა. იზრდება სასქესო ჰორმონებთან შეკავშირებული გლობულინის რაოდენობა. აგრეთვე მცირდება გონადოტროპინების და პროლაქტინის რაოდენობა.  შუა ხნის კაცებში ტესტოსტერონის რაოდენობა იკლებს საშუალოდ 2 % წელიწადში. სასქესო ჰორმონთან შეკავშირებული გლობულინის რაოდენობა კი იზრდება ყოველ წელს 1,6 % ით. როგორც წესი ტესტოსტერონის დონე არ განაპირობებს ერექციული დისფუნქციის ხარისხს. თუმცა ერექციის ხანგრძლივობას, მაგნიტუდას, და ღამის ერექციას ამცირებს ტესტოსტერონის რაოდენობა. ვიზუალიზაციაზე დაფუძნებული აგზნება არ არის დამოკიდებული მკვეთრად ტესტოსტერონზე, შესაბამისად იმ ადამიანებს, რომლებსაც ნაკლები აქვთ ტესტოსტერონი, ვიზუალურ გამღიზიანებელზე მაინც შეიძლება ჰქონდეთ ერექცია. მაგ. პორნო, ან ეროტიული ფილმის ყურებისას.

პროლაქტინს აქვს შემაკავებელი მოქმედება დოფამინურ სისტემაზე თავის ტვინში, შესაბამისად ნებისმიერი სახის ჰიპერპროლაქტინემია ქალშიც და მამაკაცშიც აისახება სექსუალურ ფუნქციაზე, იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას.