სექსუალური ლტოლვის დაქვეითება

წყვილების ურთიერთობაში ხშირად დგება ეპიზოდები, როდესაც ერთმანეთის მიმართ სექსუალური ლტოლვა უქრებათ.  ამას ჰქვია ლიბიდოს დაქვეითება. არსებობს ფაქტორები რომლებიც ამ მდგომარეობას განაპირობებენ ან ხელს უწყობენ:

სტრესი –  ყოველდღიურმა სიძნელეებმა, ეკონომიურმა მდგომარეობამ, სამსახურის პრობლემებმა, ახლობლების მდგომარეობამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ლიბიდოზე, და სექსუალურ აგზნებაზეც, მათ შორის ერექციაზე.  ვინიდან სტრესული ჰორმონები პირდაპირ მოქმედებენ სასქესო სისტემის დამთრგუნველად.  შესაბამისად ადამიანმა აუცილებლად უნდა ისწავლოს სტრესის მართვა, ან მიაკითხოს ექიმს რომელიც დაეხმარება საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

გადაუჭრელი ურთიერთობის პრობლემები – ხშირად ხდება ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი. პარტნიორებს შორის ემოციური სიახლოვის ნაკლებობა,  ურთიერთ ნდობის და გახსნილობის ნაკლებობა ხშირად ხდება ლიბიდოს დაკარგვის მიზეზი განსაკუთრებით ქალებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია პარტნიორთან ემოციური ინტიმურობის მიღწევა-შენარჩუნება.

ალკოჰოლი –  მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ზოგჯერ ლიბიდოს ამაღლებას იწვევს, თუმცა მისი ქრონიკული გამოყენება პირდაპირ აზარალებს სექსუალურ ფუნქციას, განსაკუთრებით მამაკაცებში. იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას და ერექციის პრობლემებს.

ძილის უკმარისობა –  გვიან დაწოლა და ადრე ადგომა, ინსომნია ან საერთოდ უძლობა დამღუპველად მოქმედებს ადამიანის სექსუალობაზე. ძილის ნაკლებობა იწვევს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას ეს კი თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია სექსის სურვილთან.  ადამიანს საშუალოდ ღამეში 7-8 სთ  მაინც უნდა ეძინოს.

ბავშვები – განსაკუთრებით ახალშობილები ხშირად დროის დეფიციტს ქმნიან მშობლებისთვის, რათა მოძებნონ დრო ერთმანეთისთვის. აუცილებელია წყვილმა დაგეგმოს საკუთარი ინტიმური ურთიერთობები ბავშვის ძილის შესაბამისად.

წამლები: ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზიულები, ანტიჰისტამინურები, ზოგ შემთხვევაში ორალური კონტრაცეპტივები მოქმედებენ ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე და ქმნიან პრობლემებს. აქვეითებენ ლიბიდოს.

სხეულის  თვითშეფასების კომპლექსი:  დაბალითვითშეფასება,  საკუთარი გარეგნობის კომპლექსი,  ჭარბი წონა, სხვადასხვა ორგანოები და ნაკვთები ხშირად ქმნიან პრობლემას  სექსუალურ ურთიერთობაში და ადამიანს აკარგვინებენ სექსუალური ურთიერთობის სურვილს.

სიმსუქნე – პირდაპირკავშირშია ლიბიდოსთან და ერექციულ დისფუნქციასთანაც. აქვეითებს ერექციასაც და ლიბიდოსაც.

დაბალი ტესტოსტერონი – იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას.

დეპრესია – აქვეითებს ლიბიდოს.

მენოპაუზა – დგება ქალებისთვის  50 წლის შემდეგ და ქვეითდება სასქესო ჰორმონების რაოდენობა, შესაბამისად ქვეითდება ლიბიდო.

ინტიმურობის ნაკლებობა – პარტნიორებს შორის ემოციური სიახლოვის არარსებობა იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას.