სიფილისი (ლუესი, ათაშანგი)

სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, მას იწვევს ბაქტერია:ტრეპონემა პალიდუმი. სიფილისი ყველაზე ხშირად ვრცელდება სქესობრივი გზით, თუმცა მას ხშირად სპეციფიური სიმპტომები არ ახიასიათებს, ამიტომ მასზე ეჭვის მიტანა გაძნელებულია, თუმცა არსებობს კლასიკური სიმპტომების კომპლექსი რომლითაც შეიძლება სიფილისი მიმდინარეობდეს.  სიფილისი ძველი დროიდანვეა ცნობილი, მას უწოდებენ ლუესს და ათაშანგს.

სიფილისი ემართებათ ძირითადად 20-39 წლის სექსუალურად აქტიურ ადამიანებს. სიფილისი შეიძლება გადავიდეს, ანალური, ვაგინალური და ორალური სექსით.  მისი გადაცემა შეიძლება მოხდეს ვერტიკალური გზითაც: ანუ დედიდან შვილზე შეიძლება გადავიდეს.

სიფილისი არ გადადის:  საერთო ტუალეტის და აბაზანის ხმარებით, კარის სახელურით, საცურაო აუზებით, საერთო ტანსაცმლის და საერთო ნივთების ხმარებით.

სიფილისს ახასიათებს თავისი განვითარების სტადიები: პირველადი, მეორადი, გვიანი და ლატენტური სტადიები.

პირველადი სტადია: სიფილისით ინფიცირების შემდეგ კანზე ჩნდება ერთეული ან რამოდენიმე წყლული, რომელსაც შანკრს უწოდებენ. ინფიცირებიდან პირველი ნიშნის გამოვლენამდე 10-90 დღეა  ინტერვალი, საშუალოდ კი 21-დღეში ვლინდება.

შანკრი უმეტესწილად არის მაგარი, მრგვალი ფორმის, მცირე და უმტკივნეულო. შანკრი გრძელდება 3-6 კვირა, შემდეგ ის ქრება მკურნალობის გარეშე.  თუ ამ პერიოდში არ ჩატარდა ადეკვატური მკურნალობა, დაავადება გადადის შემდეგ სტადიაში.

მეორე სტადიაში ხდება კანის და ლორწოვანის დაზიანება, ჩნდება წითელი გამონაყარი.

კანის სიწითლე და გამონაყარი აღმოცენდება ერთ ან რამოდენიმე კვირაში მას შემდეგ რაც შანკრი გაქრება,  გამონაყარი შეიძლება აღმოცენდეს სხეულის ერთ ან რამოდენიმე ნაწილზე.

გამონაყარი წითელი ან მოყავისფროა, უხეში კონტურებით, არ ახასიათებს ქავილი , და ხშირად ჩნდება ხელის და ფეხის გულებზე.

მეორად სიფილისს შეიძლება ახასიათებდეს: ბუდოვანი თმის ცვენა, თავის ტკივილი, წონაში დაკლება, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება,  ცხელება. სიმპტომები შეიძლება გაქრეს მკურნალობის შედეგად ან მის გარეშეც, მაგრამ მკურნალობის გარეშე სიფილისი გადადის შემდეგ სტადიაში. ლატენტურ ფაზაში. შემდეგ კი დგება გვიანი ფაზა.

ლატენტური ფაზა ვითარდება თუ არ მოხდა მეორეული სიფილისის მკურნალობა. ლატენტურ ფაზაში სიმპტომები არ გვხვდება და გრძელდება  წლების განმავლობაში. ლატენტური ფაზის შემდეგ პაციენტების 15 % -ში ვითარდება გვიანი ფაზა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ინფიცირებიდან 10-20 -წლის შემდეგ.  ამ ფაზაში სიფილისი აზიანებს თითქმის ყველა შინაგან ორგანოს: თავის ტვინს, სისხლძარღვებს, ღვიძლს, ძვლებს, სახსრებს. ამ დროს სუსტდება კორდინაცია, კუნთების სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა, თანდათანობითი სიბმავე და დემენცია. ამ სტადიაზე დაავადების საბოლოო გამოსავალი დაავადებულის სიკვდილია.

სიფილისით ინფიცირება საშიშია ორსული ქალებისთვის, მას შეიძლება მრავალი გართულება მოჰყვეს და ახალშობილის მკვდრადშობადობით ან სიკვდილით დასრულდეს.

დიაგნოზი ხორციელდება, შნკრიდან აღებული მასალის მიკროსკოპიით,  სისხლის ანალიზით, სიფილისის (ტრეპონემა პალიდუმ) საწინააღმდეგო ანტისხეულებზე გამოკვლევით. მკურნალობის შემდეგაც შეიძლება დარჩეს მისი ანტისხეულები სისხლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

  • ყველა ორსული გამოკვლეული უნდა იქნეს სიფილისზე.

სიფილისის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით, ძირითადად პენიცილინით.

სიფილისის არსებობის დამტკიცების შემთხვევაში საჭიროა, მისი სექსუალური პარტნიორის კვლევა და საჭიროების შემთხვევაშ მკურნალობა.

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU