ერექციული დისფუნქცია – ორალური ფარმაკოთერაპია

სილდენაფილი (ვიაგრა), ვარდენაფილი (ლევიტრა) და ტადალაფილი (სიალისი) არიან სელქტიური ფოსფოდიესთერაზა 5 ინჰიბიტორები (PDE 5Is). ამჟამად გამოიყენებიან პირველი რიგირის პრეპარატებად ერექტიული დისფუნქციის მკურნალობაში.

მოქმედების მექანიზმი:  სექსუალური სტიმულაციის შედეგად ნერვული დაბოლოებებიდან გამოთავისუფლდება  NO  სისხლძარღვოვან ენდოთელიუმში. გუანილალ-ციკლაზას სტიმულაცია  ციკლური  GMP – ის დონეს მატებს. შედეგად ხდება ციტოპლაზმაში კალციუმის იონების შემცირება და გლუვი კუნთების რელაქსაცია. ფოსფოდიესთერაზა იწვევს ციკლური გმფ-ის დეგრადაციას. მისი ინჰიბირება კი ზრდის  ციკლური  GMP-ის რაოდენობას, შესაბამისად ხდება გლუვი კუნთების მოდუნება.

ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების ეფექტურობა მაღალია 70-80 % პროცენტამდე.

ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები მოქმედებას იწყებენ  10-15 წუთში. ხოლო მათი რაოდენობა სისხლში პიკს აღწევს  1-2 სთ-ში. სილდენაფილი და ვარდენაფილისთვის ეს დრო 1 სტ-ია, ხოლო ტადალაფილისთვის 2 სთ. ცხიმოვანი საკვების მიღება ანელებს წამლების შეწოვას(ტადალაფილის გარდა).

ეფექტის პერიოდი – ტადალაფილს ახასიათებს ხაგგძლივი ნახევარდაშლის პერიოდი. მისი ეფექტურობა შეიძლება გაგრძელდეს 36-სთმდე. სილდენაფილის და ვარდენაფილის ნახევარდაშლის პერიოდი 4-5 სთ-ია. ტადალაფილის ნახ. დაშლის პერიოდი 17,5 სთ.

გვერდითი ეფექტები:

  • სიწითლე (10 %)
  • მხედველობის გაუარესება
  • ზურგის ტკივილი, მიალგია (1-4 %)
  • თავის ტკივილი
  • რინიტი

თუ სექსუალური აქტივობის დროს ადამიანს სტენოკარდიის შეტევა დაემართა და მიღებული აქვს სილდენაფილი, არ შეიძლება ნიტროგლიცერინის მიღება 24 სთ-ის განმავლობაში.