მიკროპენისი, მეგალოპენისი, აპენია

არსებობს სხვადასხვა თანდაყოლილი მდგომარეობები, რომლებიც პენისის არსებობას და მიზ ზომებს უკავშირდებოდეს:

  • აპენია –  თანდაყოლილი პენისის არარსებობაა. ეს მდგომარეობა ძალზედ იშვიათია. ამ შემთხვევებში შარდსადენი პირდაპირ სწორ ნაწლავში იხსნება შორისიდან.  პაციენტების სქესი ყალიბდება მდედრობითად, რეკომენდირებულია ვაგინოპლასტიკა და ესტროგენებით ჩანაცვლებითი მკურნალობა.
  • მეგალოპენისი – პენისის სწრაფი ზრდა ბავშვობაშივე ასეთ შემთხვევებში ხშირია ტესტოსტერონ მასინთეზირებელი სიმსივნეს არსებობა.  ზოგჯერ ამ მდგომარეობაში გამოხატულია სათესლეების ჰიპერპლაზია ან სიმსივნის არსებობა თირკმელზედა ჯირკვალში. მკურნალობას წარმოადგენს გამომწვევი ენდოკრინული პრობლემის მოგვარება.
  • მიკროპენისი – არის მცირე ზომის პენისის განვითარება, რომელიც ძირითადად ხასიათდება ტესტოსტერონის ნაკლებობით. მიკროპენისად მიიჩნევა პენისი ორი სტანდარტული გადახრით მარცხნივ ნორმიდან. ასეთ შემთხვევებში სათესლეები მცირე ზომისაა. ასეთ შემთხვევებში ტესტოსტერონის 5 % იანი კრემის წასმა გენიტალიებზე  ზრდის მამაკაცის გენიტალიებს ზომებში. მიკროპენისის არსებობის დროს ზოგადი ენდოკრინული დისბალანსი შეიძლება იყოს გამოხატული, შემცირებული ადენოკორტიკოტროფული ჰორმონი,  თირეოტროპინის ნაკლებობა.