პორნოების ყურება

პორნო ვიდეოები და ფილმები  გავრცელებულია და ცნობილია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ძირითადი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით  90-იანი წლებიდან მაშინ როცა ვებ-სივრცის გლობალიზაციას ჩაეყარა საფუძველი. დღეისთვის მილიონობით საიტი არსებობს, რომლებიც შეიცავენ ეროტიულ და პორნო მასალას.  სტატისტიკურად  71 % პორნო მედიისა ნაყურებია მამაკაცების მიერ, 19 % ჰეტეროსექსუალი წყვილების მიერ 7 %-ჰომოსექსუალების,  2 % მხოლოდ ქალების მიერ.

პორნოების ყურება გავრცელებულია განსაკუთრებით მამაკაცებში, როგორც თინეიჯერულ ასაკში,  ასევე მის შემდეგაც. ზოგ შემთხვევაში პორნოს ყურების სიხშირე იმდენად დიდია, რომ ადამიანს უჩნდება „დამოკიდებულება“ მის მიმართ.

ჰეტეროსექსუალი წყვილების ცხოვრებაში ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ მისი პარტნიორი უყურებს პორნოებს. საქართველოშიც  ხშირად არის ასეთი შემთხვევები: „ჩემი ქმარი პორნოს უყურებს“  და ეს ხშირად ოჯახური პრობლემების და უთანხმოების მიზეზიც ხდება.

კაცი რომ პორნოს უყურებს,  გასაკვირი და გასაოცარი არაფერია ვინაიდან კაცები უმეტესად იგზნებიან ვიზუალური სტიმულებით,   ხოლო ქალები შეხებით.  ამიტომ მამაკაცებს სიამოვნებთ ქალების სხეულის, ეროტიული ცეკვის, სქესობრივი აქტის სცენების ყურება.

პარტნიორთანაც კი მამაკაცებს ურჩევნიათ ნახვა ეროტიულად ჩაცმული პარტნიორისა, ქალებს კი ქაფიანი აბაზანის მიღება პარტნიორთან, მასაჟი, ნაზი შეხება კანზე და ა.შ. ამიტომაც ქალისთვის მნიშვნელოვანია სექსუალური აგზნების მიზნით სხეულზე ალერსი.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ პორნოს ხშირმა ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს  სექსუალური ძალადობის ფაქტები, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ერთადერთი პორნოს ყურება იწვევს მასტურბაციას.

მრავალი სექსოლოგის ჩამოყალიბებული შეხედულების მიხედვით ის პარტნიორები, რომლებიც უყურებენ პორნოებს არ მიიჩნევიან მოღალატეებად!

პორნოს ყურება არ ნიშნავს, იმას რომ პარტნიორს არ უყვარს ქალი, ან ცდილობს, რომ შეადაროს პორნო ვიდეოში  ნანახ ქალს.

მხოლოდ მცირე რაოდენობა მამაკაცებისა არის კომპულსიურად პორნოს მაყურებელი, ხოლო დანარჩენისთვის პორნოს ყურება არ არის პარტნიორის შემცვლელი.

Illinois State University -უნივერსიტეტის კვლევით ქალებს ყველაზე მეტად აფიქრებთ პარტნიორის მასტურბაციაში, ის ფაქტი, რომ  თავისი კაცები მათ ღალატობენ მასტურბაციით და პორნოს ყურებით. შემდეგ მათ ჰგონიათ, რომ არიან მსუქნები, მახინჯები, აქვთ ილუზია, რომ პარტნიორი მუდმივად ადარებს მათ  პორნო მსახიობებს. ზოგ ქალს  უყალიბდება დაბალი თვითშეფასება.

რეალობაში მრავალი მამაკაცისთვის მასტურბაცია წარმოადგენს დამშვიდების და სექსუალური თვით-განმუხტვის საშვალებას.  ქალებისთვის იგივე სახის დამამშვიდებელ და განმუხტვის საშვალებას შეიძლება წარმოადგენდეს ცხელი შხაპის მიღება, საყიდლებზე სიარული, ლამაზი ტანისამოსი, აქსესუარები, ჭამა  და ა.შ.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათი სექსუალობის გამოხატულებას ხშირად წარმოადგენს მასტურბაცია და ეს ნორმალურია. ნორმალურია ისიც, რომ პარტნიორთან ურთიერთობის პირობებშიც ჰქონდეთ მასტურბაცია.  ამის მაგალითად სექს-თერაპევტებს ხშირად მოყავთ შემდეგი ფრაზა: „ განა უარი უნდა თქვა ვაშილის ღვეზელზე, თუ ატამს აღმოაჩენ?“

რაც შეეხება რეალურ საფრთხეს: არსებობენ ქალებიც და კაცებიც, რომლებიც დღეში რამოდენიმე საათი უყურებენ პორნო  ვიდეოებს და ეს მდგომარეობა ხელს უშლით  ნორმალურ სოციალურ აქტივობაში, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სექსოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტი.