სასიყვარულო სამკუთხედი

სასიყვარულო სამკუთხედი ნიშნავს სამი ადამიანის რომანტიულ ან სექსუალურ  ურთიერთობას.  სასიყვარულო სამკუთხედის შემადგენელი სამი „ელემენტიდან“ ურთიერთობა როგორც წესი ერთისთვის მიუღებელია.   სასიყვარულო სამკუთხედი ხშირად ხდება რომანტიული ეჭვიანობის მიზეზი. ძველ დროში სასიყვარულო სამკუთხედი ზოგჯერ მსხვერპლით სრულდებოდა, ზოგჯერ უსაფუძვლოთაც კი.

როდესაც სასიყვარულო სამკუთხედი არ იწვევს მონაწილეებს შორის უთანხმოებას  ამ მდგომარეობას პოლიამორი ჰქვია. პოლიამორი ეწინააღმდეგება მონოგამურ ურთიერთობებს, სწორედ ამ ჭრილში განიხილება ხშირად სასიყვარულო სამკუთხედი.

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ სასიყვარულო სამკუთხედი შეიძლება იქმნებოდეს ადამიანის ქვეცნობიერში ჯერ კიდევ 3-6 წლის ასაკში მაშინ, როცა ბავშვი გადის ფსიქოსექსუალური განვითარების ოიდიპოსის ეტაპს. ამ შემთხვევაში ბავშვისთვის ქვეცნობიერ სამკუთხედს ქმნის დედა მამა და თვითონ.

სასიყვარულო  სამკუთხედის  მუდმივობის  ფორმირება

სასიყვარულო სამკუთხედს ქმნის სამი პიროვნება ა, ბ და გ.

ა -ეჭვიანი პარტნიორი,  ბ-„მოღალატე“ რომელსაც აქვს ურთიერთობა  ა პიროვნებასთან და

 გ – პიროვნებასთანაც(საყვარელი).  გ-პიროვნება  მუდმივად ასრულებს კატალიზატორის როლს  ა და ბ -ს შორის ურთიერთობის კრიზისისთვის.