საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ადენომატოზი

ენდომეტრიუმის ადენომატოზი – საშვილოსნოს კიბოსწინარე მდგომარეობა – ენდომეტრიუმის ატიპიური ჰიპერპლაზია. ონკოლოგიურად განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს საშვილოსნოს ადენომატოზი ინტენსიური პროლიფერაციითა და ჯირკვლოვანი ეპითელიუმის ატიპიზმით, ამასთანავე ატიპიური ჰიპერპლაზია საშვილოსნოს ლორწოვანის ბაზალურ შრეში.

საშვილოსნოს ადენომიოზი დაახლოებით 10% გადადის, თუმცა ზოგჯერ ხდება მისი უკუგანვითარება.

კიბოსწინარე ჰიპერპლაზიური პროცესების კლასიფიკაცია ხდება არა მხოლოდ მორფოლოგიური მონაცემების საფუძველზე, არამედ კლინიკური დაკვირვებების, ენდოკრინოლოგიური, ბიოქიმიური ციტოლოგიური კვლევების გამოყენებით. მოცემული კლინიკო-მორფოლოგიური კლასიფიკაციით ენდომეტრიუმის კიბოსწინარე მდგომარეობად ითვლება:

  1. ადენომატოზი და ადენომატოზური პოლიპების ნებისმიერ ასაკში;
  2. ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი მეტაპლაზია ჰიპოთალამურ და ნეიროენდოკრინულ დარღვევებთან კომბინაციაში ნებისმიერ ასაკში;
  3. ენდომეტრიუმის მორეციდივე ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია, განსაკუთრებით პრე და პოსტმენოპაუზალურ პერიოდში.

ჰიპერპლაზიური პროცესების და მათ შორის ადენომატოზის მალიგნიზაციის რისკი იზრდება ექსტრაგენიტალური დაავადების შედეგად განვითარებული მეტაბოლური დარღვევების (ჭარბი წონა, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, ჰეპატო-ბილიარული სისტემის დისფუნქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები) ენდომეტრიუმის პათოლოგიებთან თანაარსებობის დროს.