ადენომიოზი – საშვილოსნოს გასქელება

ადენომიოზი დაავადებათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ქალის ცხოვრებას მნიშვნელოვნად არ ცვლიან, მაგრამ ცხოვრების ხარისხს გარკვეულწილად ცვლიან, ვინაიდან იზოლირებულად პრაქტიკულად არ გვხვდება.

ადენომიოზი პათოლოგიური ანთებითი ჰორმონდამოკიდებული პროცესია, რომელიც ენდომეტრიოზის კერძო შემთხვევაა. ადენომიოზი ლოკალიზდება საშვილოსნოს ღრუს კუნთოვან შრეში. საშვილოსნოს დაზიანების შედეგად ვითარდება ჰორმონების სინთეზის დარღვევა, ჩნდება ტკივილი, დაზიანებული უბნის შეშუპება, ქვეითდება იმუნიტეტი. როგორც წესი ადენომატოზი უჩნდებათ ქალებს, რომლების ასაკი აღემატება 35-ს, მაგრამ გვხვდება თანდაყოლილი ადენომიოზი. დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზები მეცნიერებმა არ იციან, თუმცა არსებობს ჰიპოთეზა, რომ მისი წარმოშობა დაკავშირებულია ორგანიზმის დაბარებასა და ჰორმონალური და იმუნური სტატუსის დაქვეითებასთან. ადენომიოზის წარმოშობა შეიძლება განაპირობოს ქირურგიულმა ჩარევამ და ანთებითმა პროცესმა.

ადენომიოზისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები:

  • მენჯის ღრუსა და წელის მიდამოში ტკივილი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • ძლიერი სისხლდენა და მტკივნეული მენსტრუაცია;
  • გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი;
  • მუქი ყავისფერი გამონადენი საშოდან მენსტრუაციის შემდეგაც;
  • ტკივილი სექსის დროს.

დიაგნოზი ისმევა ანამნეზის შეკრების და რიგი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ. ადენომიოზზე ეჭვის დროს გინეკოლოგი ატარებს დიაგნოსტიკურ გამოკვლევას, კოლპოსკოპიას, მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა ულტრაბგერითი გამოკვლევით, ნაცხის ანალიზი. ადენიმოიზის დადასტურების შემდეგ საჭირო ხდება ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.

თანამედროვე გინეკოლოგიაში ადენომიოზის მკურნალობის სამი მეთოდი არსებობს: კონსერვატიული, ელექტროკოაგულაცია და ქირურგიული ჩარევა.

კონსერვატიული მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა დსა ჰორმონალურ კორექციას და იმუნოსტიმულაციას გულისხმობს ძირითადად.

ქირურგიული მკურნალობის მეთოდით ხდება დაზიანების კერების მოცილება და საშვილოსნოს ნორმალური ანატომიის აღდგენა. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი რამდენიმე დღეა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი ექიმთან კონსულტაციაზე დადის კვირაში ერთხელ. ოპერაციის ეფეტურობა დაზიანების ფართობზეა დამოკიდებული, რაც მეტია დაზიენების ფართი, მით ძნელია ოპერაციის ჩატარება.

თანამდეროვე მეთოდად ითვლება ელექტროკოაგულაცია. ეს მეთოდი გულისხმობს ადენომიოზის კერების ელექტრული დენის მოცილებას. კოაგულაციის დროს პაციენტს უკეთებენ ანესთეზიას.

ფაქტია, რომ ელაქტროკოაგულაციის შემდეგ ნორმალური მენსტრუალური ციკლი აღდგება 4-6 კვირის შემდეგ.

ადენომიოზის პროფილაქტიკა ცხოვრების ჯანმრთელ წესს გულისხმობს:

  • გინეკოლოგის რეგულარული კონსულტაციები;
  • სტრესისთვის მეტნაკლებად თავის აცილება;
  • დროული და რეგულარული დასვენება;
  • იოგა, მასაჟი, სპორტით დაკავება;
  • ულტრაიისფერი სხივების ზომიერი გამოყენება.

ეს რეკომენდაციები ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, ვისაც სურვილი აქვს, ჯანმრთელი იყოს.