ვაგინიტების ზოგადი დახასიათება

ვაგინიტები (კოლპიტები) – დაავადებათა ჯგუფია, რომელიც პოლიეტიოლოგიური ანთებითი პროცესებით მიმდინარეობს საშოს ლორწოვან გარსში. ვაგინიტების გამოვლინებაა სეროზული, ან ჩირქოვანი გამონადენი,ქავილი,ტკივილი, წვა, სასქესო ორგანოების მიდამოში დისკომფორტი, რომელიც ძლიერდება შარდვის დროს. განსაკუთრებით საშიშია ქლამიდიური, ტრიქომონიული ვაგინიტები, რამეთუ ისინი განაპირობებენ პრობლემებს რეპროდუქციის სისტემაში.

ქალის სასქესო სისტემის დაავადებებს შორის ვაგინიტები რამდენამდმე ლიდერობენ. სტატისტიკურად ცნობილია, რომ ვაგინიტი რეპროდუქციული ასაკის ყოველ მესამე ქალს აწუხებს. ვაგინიტების რიცხვის ზრდა დაკავშირებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რიცხის ზრდასთან, ინტიმური ჰიგიენის დაუცველობასთან, ეოლოგიურ პრობლემებთან, იმუნური აქტივობის დაქვეითებასთან. ხშირად ანთებითი პროცესები ეხება არა მხოლოდ ვაგინას, არამედ ვულვის სხვა ორგანოებსაც, ამიტომ ადგილი აქვს ვულვოვაგინიტს.

ვაგინიტი იწვევს სექსუალური აქტივობის დაქვეითებას, ტკივილს სექსის დროს, თან ახლავს უსიამოვნო სუნი და დისკომფორტი ყოველდღიური ცხოვრების დროს.

გარდა ამისა, ვაგინიტების დროს შესაძლოა იყოს მთელი რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუქნციონირების დარღვევა, ვინაიდან ვაგინიტების დროს ხშირია აღმავალი ინფექციები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოსგარე ორსულობა, უშვილობა.

ვაგინიტების ძირითადი მიზეზი არის მიკროფლორის მოხვედრა და გამრავლება საშოში.

ვაგინიტების განვითარებისათვის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • საშოს ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა – ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესების, სტრესის, მედიკემნტების უკონტროლოდ ხმარების (განსაკუთრებისთ ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების), იმუნური სისტემის რეაქტიულობის დაქვეითებისა და ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის შემცირების გამო. ამ სიტუაციაში საშოში არსებული მიკროფლორის წარმომადგენლებს შორის აღინიშნება დისბალანსი და ზოგიერთი მათგანი ხდება პოტენციურად სახიფათო. ამ პირობებში საშოს ადგილობრივი იმუნიტეტი ვერ უმკლავდება უროგენიტალურ ინფექციებს;
  • სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმები – დიაგნოსტიკური და სამკურნალო ქირურგიული ჩარევები: აბორტები, საშვილონოს გამოფხეკა, საშილონოს ღრუს ზონდირება, საშვილოსნოს სპირალის ჩადგმა და ამოღება, მშობიარობის ჩატარება ასეპტიკის ზომების დაცვის გარეშე ზრდის ვაგინიტების განვითარების რისკს რამდენჯერმე. გარდა ამისა, ინფექციის განვითარება სხელს უწყობს ჰიგიენური და სამკურნალო ტამპონების არასწორად გამოყენება;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტები და სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა – პათოგენური მიკროორგანიზმების უმრავლესობა საშოში ხვდება სქესობრივი გზით. მათი დამოუკიდებლად მკურნალობის მცდელობას გადაჰყავს ეს ინფექციები ქრონიკულ ფორმაში;
  • ჰორმონალური ცვლილებები და დარღვევები – ვაგინიტების განვითარების მაღალი რისკი აქვთ ორსულებს, ქალებს ენდოკრინული სისტემის დაავადებებით, საკვერცხეების ჰიპოფუნქციით, აგრეთვე პაციენტებს კლიმატერულ პერიოდში, როცა ორგანიზმში კლებულობს ესტროგენების დონე.

ვაგინიტები შეიძლება იყოს პირველადი და წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას, მეორადი – ორგანიმში არსებული ინფექციის (მაგ, საშვილოსნოს, ფალოპის მილების ინფექციების) გავრცელების შედეგია. უფრო ხშირია მეორადი ვაგინიტები.

ვაგინიტებს გამომწვევის და მიხედვით განსხვავებული კლინიკური სურათი აქვს, მაგრამ სუმარულად შეგვიძლია ჩამოვწეროთ მათი მახასიათებლები:

  • ტკივილების ვულვის, ან უშუალოდ საშოს მიდამოში;
  • ჩირქოვანი, ან სეროზული გამონადენი საშოდან;
  • გამონადენს აქვს უსიამოვნო სუნი;
  • ქავილი;
  • წვა;
  • სიწითლე;
  • დიზურიული დარღვევები.