პენისის (ასოს) სიგრძე საქართველოში

ადამიანის პენისის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ზომისაა, პენისი მოდუნებულ მდგომარეობაში თითქმის ყველა მამაკაცს ერთ ზომის აქვს მაგრამ დიდი სხვაობაა პენისის სიგრძეში ერეგირებულ მდგომარეობაში.  ცხრილში მოცემულია პენისის სიგრძე (არაერეგირებულ მდგომარეობაში) და სათესლეების დიამეტრი ასაკთან მიმართებაში:

ასაკი (წლები) პენისის სიგრძე( სმ +- სტანდარტული გადახრა) სათესლეების დიამეტრი (სმ+- სტანდარტული გადახრა)
0,2-2 2,7 +- 0,5 1,4+-0,4
2,1-4 3,3 +- 0,4 1,2+-0,4
4,1 -6 3,9+-0,9 1,5+-0,6
6,1-8 4,2+-0,8 1,8+-0,3
8,1-10 4,9+-1 2+-0,5
10,1-12 5,2+-1,3 2,7+-0,7
12,1-14 6,2+-2 3,4+-0,8
14,1-16 8,6+-2,4 4,1+-1
16,1-18 9,9+-1,7 5+-0,5
18,1-20 11+-1,1 5+-0,3
20,1-25 12,4+-1,6 5,2+-0,6

რაც შეეხება პენისის ზომებს ერეგირებულ მდგომარეობაში მისი სიგრძე საშუალოდ მერყეობს 10,7 სმ-დან  19,1 სმ-მდე.

პენისის საშუალო გარშემოწერილობა 12,63 სმ-ია ერეგირებულ მდგომარეობაში.

საშუალო ერეგირებული პენისის სიგრძე კი 15 სმ -ევროპეიდული რასისთვის.

რაც შეეხება საქართველოს აქ მონაცემები ასე გამოიყურება:

გამოკითხულ იქნა პირველი კვლევაში  721 ადამიანი, ხოლო მეორე კვლევაში  127 ადამიანი (მამაკაცია). შედეგები ასე გამოიყურება:

პენისის სიგრძე (სმ) ადამიანების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა
15-16  191 26 %
17-18 154 21%
13-14 121 17%
19-20 96 13%
21 და მეტი 82 11%
10-12 77 11%

 

პირველი კვლევის მონაცემების მიხედვით საქართველოს მამაკაცებში პენისის საშუალო სიგრძე  16,2 სმ-ია.

კვლევა 2

სიგრძე  (სმ) რაოდენობა პროცენტული რაოდენობა
15-16 34 27 %
17-18 33 26 %
13-14 25 20 %
19 და მეტი 18 14 %
11-12 9 7 %
9-10 8 6%

 

მეორე კვლევის შედეგად ქართველი კაცების პენისის საშუალო სიგრძე არის 15,9 სმ.

 

თუ შევაჯერებთ ორივე კვლევას, მაშინ საქართველოში კაცის პენისის საშუალო სიგრძე ერეგირებულ მდგომარეობაში არის 16 -სმ.

 

  • გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მონაცემები მიღებულია გამოკითხვის შედეგად, და პენისი გაზომილი არ იყო სამედიცინო დაწესებულებაში. მონაცემები მიღებულია თვითგაზომვის შედეგად.
  • მეორე კვლევის წინ  მამაკაცებს აეხსნათ თუ როგორ უნდა გაეზომათ პენისი სწორად.
  • პენისის სწორად გაზომვა ხდება ერეგირებული პენისის დორსალური მხრიდან (მუცლის მხრიდან)

 

* გაფრთხილება !  კვლევა ჩატარებულია SexMD – მიერ და ამ მონაცემების გამოყენებისას აუცილებელია მიუთითოთ პირველი წყარო.