პორნოების გავლენა მოზარდებზე

მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში  ეროტიული და პორნო მასალა ხელმისაწვდომი გახდა მთელი მსოფლიო მაშტაბით ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. არსებობს მოსაზრებები, რომ პორნო ვიდეოების ყურება ახალგაზრდობაში იწვევს  „გარყვნილების“ გავრცელებას, ნაწილი ადამიანებისა ფიქრობს, რომ პორნო მედიის ყურება ხელს უწყობს გაუპატიურების და რისკის შემცველი ქცევის მატებას ახალგაზრდებში, თუმცა რეალობა განსხვავებულია.

მას შემდეგ რაც თავისუფალი პორნო გახდა  ხელმისაწვდომი (1995 წლიდან) დასავლური სამყაროსთვის, მკვეთრად შემცირდა მოზარდებში რისკის შემცველი ქცევა. ეს მდგომარეობა ნაწილობრივ გამოწვეულია სქესობრივი განათლების გლობალიზაციით. თინეიჯერების უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი პორნო მედიის მიმართ, განსაკუთრებით 14-20 წლის ბიჭები, გოგონები ხშირად აღნიშნავენ, რომ  პორნო საიტებზე ხვდებიან შემთხვევით, განზრახ ძებნის გარეშე. ბიჭები ხშირად აღნინავენ, რომ პორნო მედია სქესობრივი განათლების ერთ-ერთ ფორმასაც წარმოადგენს მათთვის.

რაც შეეხებათ გოგონებს, მათი 2/3 ინდიფერენტულად ან უარყოფილად არის განწყობილი ეროტიკა და პორნოს მიმართ, ხოლო 1/3 -ისთვის ეს სიამოვნების წყაროს წარმოადგენს.  შესაბამისად გოგონებს პორნო მედიის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი და ამბივალენტური დამოკიდებულება აქვთ.

პორნოების დიდ უარყოფით მხარედ გოგონები, ხოლო ბიჭები პირიქით ასახელებენ, რომ  პორნოების უმეტესობა ორიენტირებულია მამაკაცის ეროტიული ფიქრების და ფანტაზიების დაკმაყოფილებისკენ. გოგონებში უარყოფით განცდას იწვევს ისიც, რომ ხშირად პორნოების ყურებისას ადარებენ პორნო მსახიეობების სხეულს  საკუთარს, შესაბამისად უჩნდებათ უარყოფითი დამოკიდებულება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გოგონებს აქვთ გამუდმებული შიში, რომ ბიჭები ხედავენ ყველაფერს პორნოს ყურებისას და შეიძლება მოითხოვონ პარტნიორისგან ყველაფრის გაკეთება რაც ნახეს (ანალური სექსი, ირუმინაცია, სადო-მაზო და ა.შ.).  რეალური სექსი კი მკვეთრად განსხვავებულია ეკრანებზე ნანახისგან.

საბოლოო შეფასებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორნოების ყურება არ ახდენს უარყოფით გავლენას მოზარდებზე, თუმცა გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი მოვლენა:

პორნოს ყურება ჰგავს ფილმებში „დევნის“ სცენას, რომელსაც როცა უყურებ „აღგაგზნებს“, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ შეიძლება მსგავსად მანქანის მართვა. 

 

სტატია დაწერილია  Lofgren-Martenson, L. and S. S.A. Mansson. “Lust, Love, and Life: A Qualitative Study of Swedish Adolescents’ Perceptions and Experiences with Pornography,” Journal of Sex Research (2010) 47:568. -კვლევის მიხედვით.