ავგუსტ როდენი Auguste Rodin

Auguste Rodin – ავგუსტ როდენი(ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი ) – 1840-1917 წ.  იყო ფრანგი სკულპტორი,  რომელიც მიიჩნევა თანამედროვე სკულპტურის წინამორბედად.

როდენის ქანდაკებები გამოირჩეოდა თავისი ძლიერი ემოციურობით და გრძნობით. მას წინა პლანზე ჰქონდა წამოწეული ადამიანის სიშიშვლე, რომელსაც ადამიანურ სილამაზეს უწოდებდა თავად.

როდენის შემოქმედება არ ხასიათდებოდა ძლიერ დაკუნთული სხეულის ფორმებით,  მის სკულპტურებში აქცენტი გადატანილი იყო ლამაზ, ძლიერ და ჯანმრთელ სხეულზე.

როდენის ცნობილი გამონათქვამებია:

  • „მე ვიღებ მარმარილოს ლოდს, და ვაცილებ მას ზედმეტს“
  • „ხელოვნისთვის არაფერია სამყაროში მახინჯი“
  • „ჭეშმარიტი ხელოვანი, ქმნის და მუშაობს სიამოვნებისთვის“
  • „მე არ ვიგონებ არაფერს, მე ხელახლა აღმოვაჩენ“