შარდსადენის სტრიქტურა

შარდსადენის  სტრიქტურა არის  შარდსადენ მილის შევიწროება, რომელიც ვითარდება ან თანდაყოლილად, ან შეძენილად. შეძენილის შემთხვევაში ხშირია  ინფექციების და ტრავმების შემდგომ.   იშვიათია  ქალებში, ხშირია მამაკაცებში.  შარდსადენის სტრიქტურის უმეტესობა გამოწვეულია გონოკოკური ინფექციებით, ან შარდსადენში დიდი ხნით ჩადგმული კათეტერის შედეგია.  კათეტერს შეუძლია დააზიანოს შარდსადენის ზედაპირი, გამოიწვიოს შიგნითა ზედაპირის იშიემია, ანთებითი, შემდეგ შეხორცებით პროცესები რის შედეგადაც ვითარდება ნაწიბური, რომელიც  ავიწროებს შარდსადენს.

შარდსადენის სტრიქტურებს ქმნის ფიბროზული, რომელიც   როგორც წესი ვითარდება სპონგიოზური სხეულის გარშემო. ამ მოვლენას ვითარდება სპონგოფიბროზი, შედგება ფიბრობლასტებით და კოლაგენით(ცილაა).

სტრიქტურები იწვევს შარდსადენის შევიწროებამდე და მის შემდეგ გაფართოებას, შარდსადენის სტრიქტურის ხშირი გართულება არის პროსტატიტი.

სტრიქტურების შედეგად შეიძლება მოხდეს შარდის ბუშტის სპინქტერის ჰიპერტროფია და გაიზარდოს შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის რაოდენობა. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ურეტეროვეზიკალური კავშირის დეკომპენსაცია, დაიწყოს შარდის რეფლუქსი და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჰიდრონეფროზი.

სტრიქტურების გართულებას წარმოადგენს აგრეთვე: შარდსადენის ფისტულა და პერიურეთრალური აბსცესები.

სიმპტომები:

  • შარდის ნაკადის შემცირება
  • შარდის ნაკადის გაორება
  • ქრონიკული შარდსადენიდან გამონადენი (ხშირად ასოცირებულია ქრონიკულ პროსტატიტთან)
  • ცისტიტის სიმპტომები
  • იშვიათად ვითარდება შარდის მწვავე შეკავება ინფექციების შედეგად.
  • ხშირი შარდვა
  • მსუბუქი დიზურია (მტკივნეული მოშარდვა)
  • პალპაციით გამაგრება სტრიქტურის მიმდებარედ (იშვიათ შემთხვევაში)

ლაბორატორიულად:

  • შარდის დინების აღრიცხვა
  • შარდის დინება ქვეითდბეა 10მლ/წ -მდე ნორმა 20 მლ/წმ.
  • ზოგ შემთხვევაში პიურია
  • ურეტეროგრამა ან ცისტოურეტეროგრამა – შევიწროება
  • სონოგრაფია.
  • შეიძლება არსებობდეს ფისტულა ან დივერტიკული
  • შარდის ბუშტში კენჭები
  • ტრაბეკულაცია და დივერტიკული (შარდის ბუშტში, ზოგ შემთხვევაში)

დიფ. დიაგნოზი:

  • კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია
  • პროსტატის კიბო
  • შარდისბუშტის  ყელის კონტრაქტურა (პოსტოპერაციულად ვითარდება)

გართულებები:

  • ქრონიკული პროსტატიტი
  • ცისტიტი
  • ქრონიკული შარდსასქესო ინფექციები
  • შარდსადენ-კანის ფისტულა

მკურნალობა:

  • დილატაცია (ზოგ შემთხვევაში წარმოადგენს მკურნალობას)
  • ურეთროტომია ენდოსკოპის ქვეშ.
  • ქირურგიული რეკონსტრუქცია
  • საბოლოო განკურნება ფიქსირედება ერთი წლის შემდეგ.