ბართოლინიტი

ბართოლინიტი – ბართოლინის ჯირკვლების ანთებაა. ბართოლინის ჯირკვლები კანქვეშა ცხიმოვან შრეშია მოთავსებული დიდ სასირცხვო ბაგეებთან. ამ ჯირკვლის ანთება გამოწვეულია ჯირკვლის გამომტან სადინარში მიკროორგანიზმების მოხვედრით, ვტარდება კანალიკულიტი და შემდეგ თავად ჯირკვალსაც.

ბართოლინის ჯირკვლის ძირითადი ფუნქცია სეკრეტის გამომუშავებაა, რომელიც ინარჩუნებს საშოს მუდმივ სინოტივეს. ეს სეკრეტი გამოიყოფა აგზნების დროს და პენისის საშოში შეყვანის გამარტივებას ემსახურება. გარდა ამისა, ამ სეკრეტს დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობის დროს. თუკი ბართოლინის ჯირკვალი შეწყვეტს სეკრეტის გამოყოფას, საშო იქნება მშრალი, პაციენტს დაეწყება ქავილი, წვა და დისკომფორტი სექსის დროს. ნორმაში ეს ყველაფერი კლიმაქსის დროს ვითარდება, ისიც ქალის სასქესო ჰორმონების რაოდენობის დაქვეითების გამო.

ბართოლინიტის მიზეზები – ბართოლინის ჯირკვლების სადინრები იხსნება მცირე სასირცხვო ბაგეებთან. როცა სადინარში მოხვდება მიკრობი,იწყება მისი აქტიურად გამრავლება. ამას ანთებით პროცესთან და ბართოლინის ჯირვლების დაჩირქებასთან მივყავართ.

უმეტეს შემთხვევაში ბართოლინიტს იწვევს სექსობრივი გზით გადამდები ინფექციები (გონორეა, ტრიქომონიაზი და ქლამიდიოზი) და არა საშარდე სისტემის ინფექციები. იშვიათად არის ბართოლინიტები გამნოწვეული სტაფილოკოკებით, ნაწლავის ჩხირით, სრტეპტოკოკებით და სხვა.

აღსანიშნავია,რომ სასქესო ინფექციების არსებობის მიუხედავად ბართოლინიტი ყოველთვის არ ვითარდება, მისი განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმუნიტეტზე.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ბართოლინიტი მწვავე, ან ქრონიკულია. მწვავე ბართოლინიტი ხასითდება ჭეშმარიტი ან ცრუ აბსცესის წარმოქმნით.

ცრუ აბსცესის დროს პროცესს წინ უსწრებს კანალიკულიტი (სადინრის ანთება). კანი ჩირქოვანი კერის მიდამოში წითელია. ანთებით კერაზე ზეწოლით სადინრიდან გამოიყოფა ჩირქი. თანდათან ხდება გამოტანი სადინრის დახშობა და ჩირქი უკვე აღარ გამოიყოფა გარეთ. ამის გამო ჯირკვალი ძალიან იჭიმება, წარმოიქმნება მტკივნეული ბუშტუკი. სიარულის, სირბილის, სექსის დროს ტკივილი ძლიერდება და ჩნდება ქავილის შეგრძნება. იშვითად იმატებს სხეულის ტემპერატურა.

ჭეშმარიტი აბსცესის დროს მიკრობი უშუალოდ ბართოლინის ჯირკვალში ხვდება და იწვევს ჯირკვლის დაშლას. ამასთან სიმპტომები მეტად გამოხატულია, ვიდრე ცრუ აბსცესის დროს. დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეები ძლიერ შეშუპებულია. სხეულის ტემპერატურა  38 გრადუსამდე, ზომაში მატულობს საზარდულის ლიმფური კვანძები, ჩნდება კანკალი, სისუსტე, მფეთქავი ძლიერი ტკივილი დიდი სასირცხვო ბაგეების მიდამოში. აბსცესი შეიძლება დამოუკიდებლად გაიხსნას და გამოიყოს მოყვითალო-მომწვანო ჩირქოვანი მასები. ამის შემდეგ დაავადების ნიშნების სუსტდება. თუმცა სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლად დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში და აუცილებლად რეციდივს ექნება ადგილი. ქრონიზაციის შემთხვევაში დაავადების სიმპტომების შიგადაშიგ გაქრობა და კვლავ გამოვლენა. ამის გამო აბსცესის ნაცვლად ჯირკვალში ყალიბდება კისტა.

ბართოლინიტის არცერთი ფორმის დროს არ შეიძლება დამოუკიდებლად მკურნალობა, აბსცესის ან კისტის დამოუკიდებლად გახსნა, რათა არ მოხდეს გამომწვევის გადასვლა სისხლში.

ბართოლინიტის დიაგნოსტირება ხდება პირველის კონტაქტის დროს პაციენტთან. სიწითლე, შეშუპება, პალპაციის დროს მტკივნეულობა უკვე მიანიშნებს ბართოლინიტზე. დათვალიერების პარალელურად აუცილებელია შემდეგი ანალიზები:

  • საშოს ნაცხის ანალიზი;
  • ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია ძირითად სასქესო ინფექციებზე (ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ჰერპესი, ადამიანის პაპილომის ვირუსი) და შიდსზე;
  • საშოს გამონადენის ბაქტერიული ნათესი ანტიბიოტიკომგრძნობელობის გასარკვევად;
  • აბსცესის გასკდომის შემდეგ სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ან სეკრეტის მიღება სადინარზე მსუბუქი ზეწოლით.

მკურნალობა დაავადების სტადიაზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, გვიანი მიმართვიანობის გამო ქირურგიული ჩარევა ხდება უფრო ხშირად, ვიდრე კონსერვატოზრული მკურნალობა.

ბართოლინიტის პროფილაქტიკა – გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდაცვა, დროული მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში, იმუნიტეტის გაძლიერება.

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU