კოცნის სახეობები

კოცნა არის მოქმედება, რომლის შედეგადაც ადამიანის ტუჩები ეხება  მეორე ადამიანის ტუჩებს ან სხეულის სხვა ნაწილს. კოცნა შეიძლება გამოხატავდეს სიყვარულს, ვნებას,  მოხიბვლას, გრძნობების გამოხატვის საშუალებას,  მისალმებას, პატივისცემას, მეგობრობას, წარმატების სურვილის გამოხატვას.  ზოგ შემთხვევაში რიტუალს, ფორმალობას ან სიმბოლიკურ ჟესტიკულაციას, ერთგულების გამოხატვას.  კოცნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოველდღიურ ცხოვრებაში და განსაკუთრებულ შემთხვევებშიც მაგ.  საქორწინო ცერემონიაზე წყვილი ხშირად კოცნის ერთმანეთს, მსოფლიო ლიდერები მისალმებისას კოცნით ხვდებიან ერთმანეთს.

ამ სტატიაში კოცნის სხვადასხვა სახეებს:

  • პეპელა კოცნა – ასეთი სახელით მოიხსენიებენ ნაზ რომანტიულ კოცნას, როდესაც პარტნიორები ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს;
  • ლოყაზე კოცნა –  მეგობრული კოცნის მანიშნებელია,  „მე შენ მართლა მომწონხარ“ სიტყვების შემცვლელი ქმედებაა.  ხშირად ასე კოცნიან მეგობრები, ოჯახისწევრები და რომანტიული ურთიერთობებით გატაცებული წყვილები პირველი პაემნისას;
  • კოცნა დაწყებული ყურების მიმდებარედ, მთელი სხეულის გასწვრივ წარმოადგენს ვნებიან კოცნას სექსუალური ურთიერთობების დროს;
  • ყურის ბიბილოზე კოცნა – ვნებიანი კოცნის გამოხატულებაა;
  • ესკიმო კოცნა –  სახეების ძალიან ახლოს მიტანით და ერთმანეთის ცხვირების ნაზი შეხებით გამოიხატება;
  • თვალებში კოცნა  – ძალიან დიდი სიახლოვის გამომხატველი კოცნაა. კოცნა ხდება დახუჭულ თვალზე;
  • თითებზე კოცნა –  განსხვავდება ხელზე კოცნისგან და უფრო რომანტიულ ხასიათს ატარებს;
  • თევზივით კოცნა –  ლოყაზე კოცნის ფორმაა, რომლის დროსაც ხდება ტუჩებით ლოყაზე ინტენსიური კოცნა წოვის მსგავსად;
  • ფეხზე კოცნა – ეროტიული კოცნის ფორმაა;
  • შუბლზე კოცნა – „დედური“, მშობლიური კოცნა, ან უბრალოდ მეგობრული , ძლიერ ახლობლური კოცნაა;
  • ფრანგული კოცნა –  ტუჩებში კოცნის დროს ხდება ენების მოძრაობა პარტნიორების მიმართულებით;
  • ფრანგული კოცნის მთავარი მახასიათებელი პარტნიორის ენის კოცნაში ჩართულობაა. ასეთ კოცნას ზოგჯერ სულიერ კოცნას ეძახიან;
  • ხელზე კოცნა – მისალმების და პატივისცემის გამომხატველი კოცნაა (იყენებენ ქალების მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნიშნად);
  • ყელზე კოცნა –  ძლიერ სასიამოვნო გრძნობის გამომწვევი, ეროტიული კოცნის ფორმაა;
  • ალოკვით კოცნა – ეროტიული კოცნაა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ერთ პარტნიორის ენის მოქმედება, მეორის სხეულის სხვადასხვა ნაწილების მიმართ;
  • კბენა  – მსუბუქი კბენით კოცნა გამოიყენება ეროტიული ალერსის დროს და ზოგი ადამიანისთვის განსაკუთრებული სიამოვნების წყაროა;
  • ვირტუალური კოცნა  – ინტერნეტის და სოც. ქსელებით ურთიერთობისას, აგრეთვე გზავნილების დროს დაწერილი ან დახატული კოცნა;
  • ჰაეროვანი კოცნა– კოცნის გაგზავნა .