ეფემინაცია და კეტოი

ეფიმენაცია  მიუთითებს მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანი ბიოლოიური სქესით მამაკაცია, მაგრამ მისი სტილი, მანერიზმი, ქცევა და ბუნება ქალურია. ამ ტერმინით ხშირად მოიხსენიებენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ ქალური მანერები ან თვისებები ახასიათებთ.  თითქმის ყველა კულტურაში ეფიმინაციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოიხატება, ასეთი ადამიანები ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ასოცირდებიან სუსტებად და  არასრულფასოვნებად.

ეფიმინაცია ძირითადი მახასიათებლებია:

  • ქალების მოდით დაინტერესიება;
  • ექსპანსიური ემოციური ექსპრესიულობა. ემოციებს გამოხატავენ დაუფარავად მამაკაცების საზოგადოებაში;
  • ქალების ტანსაცმლის ჩაცმა და მაკიაჟის ტარება;
  • სტერეოტიპული ქალური მანერიზმი.

Kathoey (კეტოი) – ნაწილობრივ წარმოადგენს ეფიმინაციის მაგალითს, ამ სიტყვით მოიხსენიება ტაილანდელი ბიოლოგიური ბიჭბი, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრი ეფიმინაცია.

კეტოი ბიჭები :

  • იცვამენ ქალებივით;
  • მიმართავენ ჰორმონულ ჩანაცვლებით თერაპიას;
  • იდგავენ მკერდის იმპლანტანტებს;
  • მიმართავენ დუნდულოების პლასტიკას;
  • სქესის შეცვლის ქირურგიას;
  • „ადამის ვაშლს“ იცილებენ;
  • ხმარობენ მაკიაჟს;
  • ირქმევენ ქალის სახელებს.

კეტოები მუშაობენ ქალების სამუშაო ადგილებზე მაღაზიებში, რესტორნებში, სილამაზის სალონებში, ქარხნებში,  ტურიზმის და გართობის ცენტრებში, კაბარეებში,  კეტოიები ცნობილი არიან თავისი პროსტიტუციით.

კეტოები არიან მისაღები პიროვნებები ტაილანდიური საზოგადოებისთვის ვიდრე სხვა ნებისმიერი ტრანსგენდერი საზოგადოებების უმეტესობაში. ზოგჯერ,  მოდელები, მომღერლები ფილმის ვარსკვლავები და სხვა მსახიობები კეტოები ხდებიან. არცთუ იშვიათად ისინი სილამაზის კონკურსების გამარჯვებულებიც ხდებიან. კეტოის ფენომენი არ შემოისაზღვრება ურბანულობით, კეტოი იმდენად გავრცელებულია სოფლად, რამდენადაც ქალაქში.

კეტოის შეიძლება ჰქონდეს სექსუალური და რომანტიული ურთიერთობა თავისზე ახალგაზრდა ბიჭთან და ოჯახში მატერიალური უზრუნველყოფის ძირითად წყაროს წარმოადგენდეს.

მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კეტოი:

http://www.youtube.com/watch?v=ZCMxEkbPaPY