კლიზმაფილია

კლიზმაფილია სექსუალური გადახრაა, რომლის დროსაც ხდება ოყნის გამოყენება სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით. ოყნა, იგივე კლიზმა, ენემა არის მოწყობილობა რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია  კოლინჯის და სწორი ნაწლავის გასუფთავება/ დაცლა, მისი მეშვეობით ხდება ანუსიდან სითხის დიდი რაოდენობის შეყვანა მსხვილ ნაწლავში, ეს იწვევს ნაწლავების საპასუხო რეაქციას. ოყნას, როგორც წესი სამედიცინო დანიშნულებისამებრ იყენებენ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებთაც აქვთ სექსუალური გადახრა კლიზმოფილია, ისინი ოყნას მოიხმარენ რეკრეაციონალური მიზნით.

კლიზმაფილია გავრცელებულია სადო-მაზო-სექსის მოყვარულ ადამიანებს შორის,  მამაკაცებში ნაწლავებში დიდი რაოდენობით სითხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სწორი ნაწლავის მიერ პროსტატის სტიმულაცია რაც მამაკაცისთვის ძალზე სასიამოვნოა.

ზოგჯერ სამედიცინო მიზნით ჩატარებული გამწმენდი ოყნის დროს მამაკაცები განიცდიან უნებლიე ერექციას.

ოყნას წყვილები ზოგჯერ გამოიყენებენ უშუალოდ სქესობრივი აქტის დაწყებამდე, რათა მოხდეს ნაწლავების გასუფთავება და  არ ჰქონდეთ სქესობრივი აქტის დროს რაიმე სახის დისკომფორტი.  სქესობრივი აქტის წინ ოყნის გამოყენება არ ითვლება კლიზმოფილიად, თუმცა მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება მსხვილი ნაწლავების პრობლემები გამოიწვიოს.