ბედნიერება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები

ბედნიერების ჰორმონები გამომუშავდება თავის ტვინში, ამასთან არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ ცხოველეშიც. არსებობს ორი ძირითადი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანების ხასიათს.

სეროტონინი – ადამიანებში ბედნიერების ჰორმონია. აღმოჩნდა, რომ ბედნიერების მონიჭების გარდა, სეროტონინს აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ჰორმონს აქვს უნარი ჩართოს უჯერედებში აპოპტოზის მექანიზმი და მეცნიერება იმედოვნებს, რომ სეროტონისის ამ თვისებას გამოიყენებენ კიბოს საწინააღმდეგოდ.

სეროტონინი ხსნის დაძაბულობას, გავლენა აქვს ძალსა და მადაზე, აყალიბებს სიამოვნების განცდას და აუმჯობესებს განწყობას. სეროტონინი დიდი რაოდენობითაა შოკოლადში, ფინიკში, ლეღვსა და ბანანის შემადგენლობაში. თუმცა სეროტონინის გამოთავისუფლების მექანიზმი საკმაოდ რთულია. სეროტონინის დონის მატება აუმჯობესებს განწყობას და განწყობის გაუმჯობესება ზრდის სეროტონინის დონეს.

ენდორფინები – თუკი ადამიანის ორგზნიზმში დიდი რაოდენობით ენდორფინებია, ის სავსეა ენერგიით, თუკი ცოტაა მისი დონე: ადამიანის აპათიურია და თავს უბედურად თვლის. ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს გამოიმუშავებს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის უჯრედები. უკავშრდებიან რა გარკვეულ ნერვულ უჯრედებს, ეს ნივთიერებები აადვილებენ ნერვული იმპულსების გადაცემას, რომლებიც მიდიან სიამოვნების ცენტრებისაკენ. ტვინის ამ უბნის აგზნება იწვევს სიმსუბუქის, ბედნიერებისა და მხნეობის შეგრძნებას. ამავე მოქმედებით ხასიათდებიან ნარკოტიკები, მაგ, მორფინს თითქმის იგივე ფორმულა აქვს, რაც ენდორფინებს.

მეცნიერებმა სცადეს ხელოვნური ფორმულა შეექმნათ ენდორფინების, მაგრამ შექმნილი ნივთიერებისადმი უფრო ადვილად განვითარდა დამოკიდებულება, ვიდრე ნარკოტიკებისადმი. შესაბამისად, ეს კვლევები შეწყდა.

ენდორფინები აგრეთვე არიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, სიცხისდამწევნი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტისანი.

რა გამოიმუშავებს სიამოვნების ჰორმონებს:

  • ზომიერი ფიზიკური დათვირთვა;
  • სექსი;
  • ჭამა;
  • ორსულობა;
  • ულტრაიისფერი სხივები;
  • სიცივე;
  • სიცილი;
  • ხელოვნება.