ინი და იანი (ქალი და მამაკაცი)

ინი და იანი არის კონცეფცია აზიური,  უფრო ზუსტად ჩინური ფილოსოფიიდან და გამოხატავს იდეას, რომ  რაც არ უნდა ურთიერთსაწინააღმდეგო და პოლარული ჩანდნენ სხვადასხვა ძალები, ისინი მაინც ერთმანეთ დაკავშირებულ-დამოკიდებული არიან.  ეს პრინციპი გამოიყენება თითქმის ყველა ჩინურ  მიმდევრობაში: ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, საბრძოლო ხელოვნებაში და ა.შ.  ინი და ინანი ზოგჯერ მოიხსენიება ტაიჯის  (Taiji) სახელით ტაოიზმში.

ინი და იანის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს: სინათლე და სიბნელე, სიკეთე და სიბოროტე, ქალი და მამაკაცი.

აღმოსავლურ კულტურაში სწამთ, რომ ქალის და მამაკაცის ენერგიები მიმართულია ურთიერთსაწინააღმდეგოდ.   ტაოიზმის მიხედვით მამაკაცის ენერგია მოდის მისი პენისიდან ზევით გულისკენ, მეორეს მხრივ ქალებში გულიდან ქვევით მიემართება ენერგია საშოსკენ. მამაკაცის სასიცოცხლო ენერგიას ჰქვია იანი,  ხოლო ქალისას-ინი.

სქესებს შორის ომიც ასე წარმოიქმნება: ქალს სჭირდება  გულის კავშირი, რათა სექსი მოუნდეს, ან სექსამდე მივიდეს, ხოლო მამაკაცს სჭირდება სექსი, რათა მისი გულის კავშირი განხორციელდეს.

იანი არის დონორი, აქტიური  ფორმა, ხოლო ინი პასიური, რეციპიენტია.

ქალის და მამაკაცის სტანდარტული სექსუალური ურთიერთობის ფორმა გამოიხატება აქტიური მამაკაცით და პასიური ქალით.  როდესაც ქალი არის სექსის დროს ზემოდან და აქტიური, მამაკაცი ექცევა ინის პოზიციაში, ქალი კი ამ შემთხვევაში იანს წარმოადგენს.

ეს პოზიცია მამაკაცისთვის ტრანსფორმაციული პოზიციაა.