სტრესი, სექსი და ჯანმრთელობა

ფსიქოლოგიური ფაქტორები და  სტრესული ცხოვრება მოქმედებენ ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაზე. ძლიერი სტრესი თრგუნავს სექსუალური აქტივობის სურვილსაც და შესაძლებლობასაც, მეტიც გამუდმებულმა სტრესმა ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ფიზიკურ ავადმყოფობამდე.

სტრესის მოქმედება ორგანიზმზე შემდეგნაირად:

  • აქტიურდება ავტონომიური ნერვული სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემაში და სასუნთქ სისტემაში ხდება ცვლილებები;
  •  იცვლება ნორადრენალინის და სეროტონინის გამომუშავება.  რომლებიც ცვლიან ქცევას და ხასიათს;
  • გამომუშავდება ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი, მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე და გამომუშავდება კორტიზოლი, რომელიც თავის მხრივ თრგუნავს  იმუნურ სისტემას.  აქვეითებს ლიმფოციტების რეაქციას მიტოგენების და ანტიგენების მიმართ;
  • სიმპატიკური ნერვული სისტემის მოქმედებით ითრგუნება მამაკაცის სექსუალური პოტენცია;
  • ითრგუნება სასქესო ჰორმონების სინთეზი, რომლებიც ლიბიდოს განაპირობებენ.

ჰოლმსმა და რეიჰმა (Holmes, Rahe) შექმნეს შკალა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრეს ცხოვრეაში სტრესული მოვლენები. მოახდინეს მათი ქულების სისტემებით შეფასება.  ავტორების მონაცემებით  ავადმყოფი პაციენტების  80 %- უვითარდება ავადმყოფობა მას შემდეგ რაც წინა წელში სტრესული ქულების 300 -მდე რაოდენობას დააგროვებს.

ძლიერმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს  შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

  •  სექსუალური დისფუნქცია – ერექტიული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება;
  • დეპრესია;
  • დემენცია;
  • სიმსივნეები (ძირითადად პანკრეასის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის);
  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ვირუსული ინფექციებისადმი დაბალი რეზისტენტობა.