ქვეცნობიერი, წინარეცნობიერი და ცნობიერი

ფროიდის გონების ტოპოგრაფიული თეორიის მიხედვით ადამიანის გონება წარმოდგენილია სამი სხვადასხვა დონით: ქვეცნობიერი, არაცნობიერი, ცნობიერი.

1 ) ქვეცნობიერი – არის ფიქრის პრიმიტიული ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი მოქმედებს ძირითადი სურვილების დასაკმაყოფილებლად. საკუთარი ქცევის გაცნობიერების გარეშე. ამ დროს ადამიანი არ ითვალისწინებს ქცევის მიზეზს და შედეგს, მთავარია ის იმპულსები და გრძნობები დაიკმაყოფილოს რაც უჩნდება. ქვეცნობიერი მუდმივად მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ.  ამ პროცესების ერთიანობას ფროიდი პირველად პროცესს უწოდებდა.

სიზმრები – ქვეცნობიერის გამოთავისუფლების საშუალებას წარმოადგენს. სიზმრების მეშვეობით ადამიანი იკმაყოფილებს საკუთარ ქვეცნობერს.

2) წინარეცნობიერი -შეიცავს მოგონებებს, მეხსიერებას, რომელიც შეიძლება ყოველთვის  ხელმისაწვდომი არ იყოს ცნობიერებისთვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ადამიანს მათი გამოყენება შეუძლია.

3) ცნობიერი – წარმოადგენს ადამიანის ფიქრებს რის შესახებაც ადამიანმა თავად იცის.  ცნობიერს აქვს  წვდომა, არაცნობიერთან ნაწილობრივ, თუმცა არა ქვეცნობიერთან.   ცნობიერი, ქვეცნობიერისგან განსხვავებით იყენებს ფიქრის მეორად პროცესს.  ფიქრის მეორადი პროცესია, ლოგიკაზე, სივრცეზე და დროზე ორიენტიტირებული.