საშოს სიმშრალე

ვაგინალური სიშრალე არის პრობლემა,რომელიც აწუხებს ყველა ქალ მენოპაუზაში, ან სხვადასხვა მიზეზბის გამო ცხოვრების სხვადსხვა პერიოდში. გამოკვლევებით დადგინდა,რომ 40-60 წლის ასაკის მოსახლეობის 50% აწუხებს ეს პრობლემა. სამედიცინო ენაზე ვაგინალური იშრალე ატარებს ატროფიული ვაგინიტის სახელს, ანუ საშოს არასაკმარისი სისველე. ქალებს ვაგინალური სიმშრალის დროს სექსი არ სურთ, ვინაიდან ხახუნის ძალა ძლაინ დიდია და მტკივნეულობაც მეტია.

ქალებისთვის ვაგინალური სეკრეტის რაოდენობა ინდივიდუალურია, ზოგიერთი ქალი მისარსებობას ვერც ამჩნევს სქესობრივ აგზნებამდე.

საშოს აქვს თავისი მიკროფლორა (ანუ ბაქტერიების განსაზღვრული ნაკრები), რომელიც კონტროლდება საშოს მჟავიანობის მუდმივ დონეზე შენარჩუნებით.

არსებობს საშოს სიმშრალის განმაპირობებელი ფაქტორი:

  • ესტროგენების დონის დაქვეითება. ესტროგენი ქალის სასქესო ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს საშოს სინოტივესა და მჟავიანობას, აგრეთვე საშოს ქსოვილებს ანიჭებს ელასტიურობას. მისი დონის დაქვეითება იწვევს საშოს ქსოვილების ელასტიურობის დაკარგვასა და მის სიმშრალეს;
  • მენოპაუზა ან პერიმენოპაუზა – აგრეთვე ხშირად არის საშოს სიმშრალის მიზეზი. ამასთან ძუძუთი კვება, მშობიარობა, საკვერცხეების ქირურგიული მოცილება, ქიმიოთერაპია, იმუნიტეტის პრობლემები აგრეთვე ხდება საშოს სიმშრალის მიზეზი;
  • ამასთან საშოს სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ანიდეპრესანტების მსგავს მედიკამენტებზე ალერგიულმა რეაქციამ. ესტროგენების დამთრგუნველი მედიკამეტები გამოიყენება კიბოს, წყლულის, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, საშოს ტრავმები,კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი წარმონაქმები;
  • აუტოიმუნური დაავადებები აზიანებს ქსოვილებს და იწვევს საშოს სიმშრალეს;
  • ხშირმა აბაზანებმა შეიძლება გამოიწვიონ ნორმალური მიკროფლორის დარღვევა და ანთებითი პროცესი იწვევს საშოს სიმშრალეს;
  • მშობიარობისშემდგომი სტრესი აგრეთვე ხშირი მიზეზია საშოს სიმშრალისა;
  • ნერვული დაძაბულობა საშოს სიმშრალის გამომწვევი მიზეზია.

ატრიფიული ვაგინიტის კლინიკური ნიშნები:

  • სიმშრალის შეგრძნება საშოში;
  • მცირე სასირცხვო ბაგეების მიდამოში ქავილი დასისხლნაჟღენთები;
  • წვა;
  • ტკივილი;
  • სექსის დროს უმნიშვნელო სისხლდენები და ტკივილი;
  • მოშარდვის ხშირი და იმპერატიული მოთხოვნილებები.

მკურნალობა არის გამომწვევი ფაქტორის მოცილება და ჰორმონოთერაპია – ინტრავაგინალური მაზებით, ორალური პრეპარატებით.

არსებობს რამდენიმე საშუალება, რითიც ორგაზნიზმის მხრიდან საშოს სეკრეტის გამომუშავება მატულობს.

აუცილებელია გაირკვეს, როგორია ქალის ორგაზნისმის მოთხოვნილება წყალზე, დღეში 8-10 ჭიქა წყალი უნდა გამოიყენოს ქალმა. ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა.

ესტროგენი ქარმოიქმნება ქოლესტერინისაგან, ამიტომ ცხიმებით ღარიბი დიეტები იკრძალება მკაცრად.