პაპილომავირუსის ნაირსახეობები

პაპილომავირუსის (ადამიანის პაპილომის ვირუსი) – არის დაავადება, რომელიც პაპილომავირუსული ინფექციით არის გამოწვეული (Human papillomavirus infection) და ვიტარდება კანსა და ლორწოვან გარსებზე. დასნებოვნება ხდება დაინფიცირებული ადამიანთან დაუცველი სქესობრივი აქტისდროს და დედიდან შვილზე. გადაცემის სხვა გზები არ არის მეცნიერულად დადასტურებული.

ვირუსის ჩანერვის შემდეგ ვითარდება უჯრედების ზრდა მეჭეჭების, კონდილომებისა და პაპილომების სახით. სქესობრიბად აქტიური ადამაინების დაახლოებით 50% ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუძენია პაპილომავირუსი. უმრავლეს შემტვევაში ინფექცია არანაირად არ ვლინდება, ან მისი სიმპტომები ქრება 1-2 წელიწადში. იშვიათად დაავადება თვისთავდა გაივლის,მაგრამ უმეტესად რეციდივებით მიმდინარეობს.

პაპილომავირუსის 100 მდე სახეობა არსებობს, აქედან 30 აზიანებს ანოგენიტალურ მიდამოს. აღწევს რა ადამიანის ორგანიზმში, პაპილომავირუსი იწვევს სხვადასხვაგვარ სიმსივნეებს. ვირუსის ფორმის მიხედვით (ინტროსომალური და ეპისომალური) ისინი წარმოქმნიან სიმსივნეების კეთილთვისებიან, ან ავთვისებიან ფორმებს. ადამიანის პაპილომის ვირუსის ტიპებს შორის მაღალი ონკოლოგიური დონე აქვთ 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 68 ტიპებს. უმრავლეს შემთხვევაში ქალებს უვითარდებათ წარმონაქმნები  საშვილოსნოს ყელის კიბოს სახით. შედარებით ხშირად პაპილომავირუსი ვითარდება სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან ერთად.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია ადამიანის პაპილომის ვირუსის ტიპები და მათი კლინიკური გამოვლინებები.

კლინიკური გამოვლინება ადამიანის პაპილომავირუსის ტიპი

გამოვლინებები კანზე

ფეხის გულის მეჭეჭები 1, 2, 4
ჩვეულებრივი მეჭეჭები 2, 4, 26, 27, 29, 57
ბერტყელი მეჭეჭები 3, 10, 28, 49
მეჭეჭოვანი ეპიდერმოდისპლაზია 5, 8, 9, 10, 12, 15, 19, 36
კანის არამეჭეჭეჭოვანი დაზიანებები 37, 38

გამოვლინებები ლორწოვან გარსზე

Condylomata accuminata 6, 11, 42-44, 54
არაკონდილომატოზური დაზიანებები 43, 51, 52, 55, 56, 57-59, 61, 64, 67-70
კარცინომა 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 54, 56, 66, 68

ლორწოვანი გარსების დაზიანება

ხახის პაპილომა 6, 11, 30
ყელის, ენის კარცინომა 2, 6, 11, 16, 18, 30