დაცვითი მექანიზმები


დაცვითი მექანიზმები  არაცნობიერი გონებრივი ტექნიკაა, რომელსაც

გამოიყენებს ეგო,  რომ ცნობიერებას სხვადასხვა სახის კონფლიქტები აარიდოს,

ამ მექანიზმების საშუალებით მცირდება ემოციური აღგზნება აღგზნება,

იზრდება უსაფრთხოების შეგრძნება, შიშის დონე ქვეითდება,  ადამიანი უფრო

გაწონასწორებული ხდება და იმატებს თვითშეფასება. 

გარკვეული დაცვითი მექანიზმები არის მოუმწიფებელი(immature), თავისი არსით,  მათი

მანიფესტაცია ხდება ბავშვების აზროვნების დონის მსგავს ქცევებში.

მომწიფებული (Mature) -დაცვითი მექანიზმები იხმარება პიროვნების ცნობიერების

დასახმარებლად, მხოლოდ ზრდასრულ ასაკში.

რეპრესია- მთავარი დაცვითი მექანიზმია, რომელზეც სხვა დაცვითი

მექანიზმები დაფუძნებულია, ეს ნიშნავს  მიუღებელი ემოციების გადასროლას

არაცნობიერში.

დაცვითი მექანიზმები:

1) განდევნა – acting out – თავიდან არიდება პერსონალურად მიუღებელი

ემოციების, ყურადღების მიმპყრობი ქცევით, რომელიც  ხშირად სოციალურად

შეუსაბამოა.

მაგალითი:  დეპრესირებულ გოგონას 14-წლისას, აქვს სექსუალური

ურთიერთობა მრავალ პარტნიორთან, მას შემდეგ რაც მისი მშობლები

განქორწინდნენ.

2) ალტრუიზმი – დახმარება სხვების მიმართ რათა აიცილონ პერსონალური

უარყოფითი გრძნობები. (ზრდასრულობის დაცვითი მექანიზმია)

მაგალითი: კაცი, დაბალი თვითშეფასებით, რომელიც სოციალური მუშაკია ,

ყოველ შაბათ-კვირას  ქველმოქმედებით სამუშაოებს ასრულებს.

3) უარყოფა –   არ მიღება რეალობის ასპექტების, რომელიც ადამიანის წინაშეა,

მაგ: ალკოჰოლიკი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სოციალ-დრინკერია.

4)  გადანაცვლება -Displacement –  ემოციების გადანაცვლება ერთი ადამიანიდან მეორეზე.

არატოლერანტულიდან ტოლერანტულზე.

მაგალითი:  ადამიანი ეჩხუბება თავის დედას უსაფუძვლოდ, მაშინ როცა

გაბრაზებულია, მის მეზობლად მაცხოვრებელ ქალებზე (მეზობლებზე)

5) დისოციაცია –  გონებრივი გაყოფა ცნობიერი მეხსიერებისგან

ცხოვრებისეული მომენტების.

მაგ: თინეიჯერს აღარ ახსოვს უბედური შემთხვევა როცა , თავისი მეგობარი

გოგონა გარდაიცვალა, თვითონ კი მანქანას მართავდა

6) იუმორი- როცა გამოხატავს ადამიანი თავის არაკომფორტულ განცდებს

ემოციური დისკომფორტის გარეშე (mature)

მაგ: კაცი რომელსაც აქვს ერექტიული სახის პრობლემები, ხუმრობს ვიაგრაზე.

7) იდენთიფიკაცია –  არაცნობიერი მოდელირება ქცევის, რასაც

აკეთებდა  უფრო ძლიერი პიროვნება მის მიმართ.

მაგ. კაცი სჯის თავის შვილებს ისე, როგორც სჯიდა ბავშვობაში თავისი

ფისკულტურის  მასწავლებელი.

8) ინტელექტუალიზაცია – გამოყენება გონების მაღალი

შესაძლებლობების მიერ, იმისთვის რომ ემოციის განცდა აირიდოს.

მაგ: კაპიტანი, რომლის გემიც იძირება დიდი სიმშვიდით უხსნის

მეზღვაურებს გემის დაზიანების დეტალებს და მიზეზებს.

9) აფექტის იზოლაცია – ემოციის გარეშე  განცდა სტრესული

მდგომარეობის, რომელსაც წესით დიდი გავლენა უნდა ექონია

ადამიანის მდგომარეობაზე.

ყოველგვარი ემოციის გარეშე ქალი ეუბნება თავის ოჯახს, ტესტების

შედეგებს, რომლებიც მიუთითებენ ფილტვების მეტასტაზირებულ

სიმსივნეს.

10) პროექცია  projection–  ადამიანი საკუთარ მიუღებელ განცდებს სხვებს

აბრალებს.

ხშირად დაკავშირებულია პარანოიდიზმთან და ეჭვიანობასთან

მაგ: კაცი ქვეცნობიერად ჰომოსექსუალი,  იჯერებს, რომ მისი ბოსი

ჰომოსექსუალია.

11) რაციონალიზაცია-  ნეგატიური გამოსავლის მქონე შემთხვევის

მიმართ აღქმის დარღვევა.  ადამიანი, რომელმაც დაკარგა მკლავი

უბედური შემთხვევის შედეგად ამბობს, რომ ეს კარგი იყო, რადგან

ამან გადაარჩინა კანონთან პრობლემებისგან.

12) რეაქციის ფორმაცია Reaction formation –  ქვეცნობიერი ფარისევლობაა, აკეთებს

საპირისპიროს რათა არასასიამოვნო განცდები აირიდოს.

მაგალითად: ქალი ყიდულობს ძვირიან საჩუქრებს  ბავშვებისთვის , როცა

ქვეცნობიერად მათი აღზრდის პასუხისმგებლობაზე აღშფოთებულია.

13) რეგრესი , ძველი ასაკის ქცევების დაბრუნება. მაგალითი 5-წლის

ბავშვი იწყებს ჩასველებას, როცა ეს პრობლემა არ ქონდა , მას შემდეგ რაც

მის დედას მეორე ბავშვი ეყოლა.

14) დაყოფა Splitting –  ხალხის კატეგორიებად დაყოფა სიტუაციების მიხედვით.

მაგ: პაციენტი ექიმს ეუბნება რომ კლინიკაში ექიმები არაჩვეულებრივები

არიან, მაშინ როცა მომსახურე პერსონალი საშინელებაა.

15) სუბლლიმაცია – როცა უსიამოვნო განცდას მიმართავს სოციალურად

სასარგებლო საქმისკენ.

ადამიანი, რომელსაც თინეიჯერობაში ხშირად მოსდიოდა ჩხუბები, ხდება

პროფესიონალი პრიზიორი მებრძოლი.

16) სუპრესია – როცა განაგდებს არასასურველ განცდას ცნობიერების

დახმარებით.

მაგ: სტუდენტი რომელიც ლექციაზე ზის და გონება გაფანტული აქვს

იწყებს ფიქრს უესემელის გამოცდაზე, რათა გააგრძელოს მოსმენა.

17) დაუსრულებლობა –  Undoing  – როცა ადამიანი ფიქრობს, რომ თავის

მდგომარეობას  რომელიც გამოწვეული იყო არასწორი საქციელით,

შეცვლის სწორი ქცევებით.

მაგ: ადამიანი ანებებს მოწევას და დალევას თავს და იწყებს ვარჯიშს,

მაშინ როცა სიმსივნე  მე-4 სტადიაში აქვს.