“ბინძური” საუბარი – Dirty talk

ბინძური საუბარი არის, სიტყვიერი გამოხატვა ეროტიული ვნებების და ფიქრების, რომელიც გამოიყენება ადამიანის მიერ პარტნიორის ან საკუთარი თავის სექსუალური აგზნების გასაძლიერებლად სქესობრივი აქტის წინ.  ბინძური საუბარი მრავალი წყვილისთვის წარმოადგენს სექსუალურ თამაშს, პრელუდიას, სქესობრივ აქტამდე.     

ბინძური საუბარი შეიძლება იყოს მკაფიო ეროტიული აღწერა, სექსუალური იუმორი,  სექსუალური ბრძანებები და განკარგულებები, უხეში სიტყვები. ზოგჯერ ასეთ საუბარს ჩურჩულის ხასიათი აქვს წყვილებს შორის. მაგ.  წვეულებაზე ყოფნის დროს.  როდესაც ადამიანებს შორის ახლო ფიზიკური ურთიერთობა შეუძლებელია, ისინი ხშირად იყენებენ  ვირტუალურ სექსს,  „ბინძური“ საუბრების ასეთ ფორმას წყვილები განსაკუთრებით ამას სატელეფონო ან ინტერნეტ კავშირის საშუალებით ახორციელებენ.

ბინძური საუბრები უფრო სექსუალური და ეროტიულია ვიდრე ე.წ. ბალიშის საუბრები, რომლის დროსაც წყვილების სექსის შემდგომ ერთმანეთს მოსაფერებელ და საალერსო სიტყვებს ეუბნებიან.

სექსოლოგების ნაწილი რეკომენდაციას უწევს ბინძურ საუბრებს, რადგან მათი განმარტებით ეს მატებს წყვილებს ინტიმურობას, აგზნებას,  ურთიერთობის ხარისხს და სიახლოვეს ამაღლებს.