თმების მოცილება ინტიმურ ადგილებში (მამაკაცებისათვის)

მკითხველების თხოვნით გადავწყვიტე დამეწერა სტატია არასაურველი თმებს მოცილებაზე ინტიმური ადგილებიდან მამაკაცებში. დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი ინტიმური უბნებიდან თმების მოცილებას თავს იმ მიზეზით არიდებს, რომ ეს მის მამაკაცობას ასახავს ცუდად. აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა, რადგანაც ქალების უმეტეს ნაწილს ინტიმური უბნები თმების გარეშე მეტად იზიდავს.

მეორეს მხრივაც, ინტიმური ადგილებიდან თმების მოცილება ჰიგიენის ნორმებში შედის. რადგანაც ისინი ხელს უწყობენ ოფლდენასა და ბაქტერიების გამრავლებას.

ინტიმურ უბნებში თმებიც მოცილების მეთოდებიდან ცნობილია:

პარსვა – პარსვა ყველაზე ცნობილი და ყველაზე პოლულარული მეთოდია. მისი დადებითი: იაფია; ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს პროცედურა დამოუკიდებლად; არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს. უარყოფითი: შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება; თმები მალევ იზრდებიან და ხდებიან უხეში; ანი პარსვის უბანში დროთა განმავლობაში ხდება უხეში; საჭოროებს სიფრთხილეს.

ბიოეპილაცია – თმების მოცილება ცვილითა და ხის ფისით. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. მისი დადებითი: შედარებითი სიიაფე; შესაძლებელია პროცედურა ჩაიტაროს სახლში; თმები იზრდება შედარებით ნელა, ვიდრე პარსვის დროს (შედეგი გრძელდება 4-6 კვირა, თუკი თმის ზრდის შემანელებელ საშუალებებს გამოიყენებენ); გაზრდილი თმები ხდება უფრო თხელი.მინუსები: ინტიმური უბანი ძალიან მგრძნობიარეა და ტკივილიგაცილებით ძლიერია, ვიდრე სხვა უბნებიდან თმების მოცილება ამ მეთოდით; შეიძლება გახდეს თმის კანში ჩაზრდის მიზეზი; ამ მეთოდით იკრძალება თმების მოცილება სათესლე პარკიდან; შემდეგი პრცედურისთვის საჭიროა თმამ გარკვეულ ზომას მიაღწიოს.

ქიმიური დეპილატორი – სპეციალური კრემები და სითხეები, რომლებიც უნდა წაესვას  კანის თმოვან ზედაპირს რამდენიმე წუთით, შემდეგ კი უბრალოდ ჩამოიბანება. მისი დადებითი: იაფია; არ საჭიროებს დიდ დროს; პროცედურა ტარდება დამოუკიდებლად; დეპილატორი აგრეთვე აცილებს ეპითელიუმის მკვდარ უჯრედებს. უარყოფითი: არ არის რეკომენდებული კანის მგრძნობიარე უბნებზე (მათ შორის სათესლე პარკზე) გამოყენება; შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის ჯირკვლების ანთება და გამონაყარი; არ გამოიყენება კანის ხალებიან უბნებზე; არ გამოიყენება ალერგიულ პაციენტებში.

ტრიმინგი – თმების მოცილება სპეციალური ტექნიკის საშულებით. ამ მეთოდით შესაძლებელია მამაკაცმა თმები სასურველ სიგრძეზე დაიყენოს გენიტალიებზე. მისი დადებითი: არ იწვევს კანის დაღიზიანებას; მაკრატლისგან განსხვავებით ტრიმერი თმას მთელ პერიმეტრზე თანაბარ სიმაღლეზე ჭრის. უარყოფითი: საჭიროა კარგი ტრიმერის ყიდვა; საჭიროა თმების „შეკრეჭა“ ორ კვირაში ერთხელ.

ელექტროლიზი, ულტრაბგერითი, ლაზერული და ფოტოეპილაცია – თუკი ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ინტიმურ უბნებში თმები უნდა მოიცილოს სამუდამოდ, სწორედ ამ მეთოდთაგან ერთ ერთი უნდა აირჩიოს სპეციალისტის დახმარებით. მისი დადებითი: აცილებს თმებს სამუდამოდ; უახლესი მეთოდები ფოტოეპილაციით აბსოლუტურად უმტკივნეულოა. უარყოფითი: ძვირია; შესაძებელია მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით; საჭიროა რამდენიმე პროცედურაა.