პენისის კრაუროზი

სინონიმები: ატროფიული პროგრესირებადი ბალანიტი კრაუროზით.

1908 წელს Delbanco-მ აღწერა 3 ავადმყოფი პენისის თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ატროფიითა და შეჭმუხვნით და უწოდა მას პენისისა და ჩუჩის კრაუროზი. Fournier-მა ჯერ კიდევ 1866 წელს გამოიყენა ტერმინი „ინტერსტიციალური ანუ ღრმა ბალანიტი“.

დერმატოლოგები ირწმუნებიან, რომ პენისის კრაუროზი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომელიც ბევრი ფაქტორის თანხვედრითაა განპირობებული: ქრონიკული ანთებითი პროცესები, ქიმიური, მექანიკური ზემოქმედებით, მორეციდივე გენიტალური ჰერპესით, ათეროსკლეროზით, დიაბეტით, ასაკობრივი ინვოლუციით და სხვა.

პენისის კრაუროზი სკლეროატროფიული ლიქენის გამოვლინებაა.

Fischer და Nikolowski (1958 წელი) პენისის კრაუროზის სამ ფორმას არჩევენ:

  1. სპონტანურად აღმოცენებული, აღწერა Delbanco (1908 წელს);
  2. პოსტოპერაციული, აღწერა Stiihmer (1928 წელს);
  3. ანთებითი დაავადებების შემდგომი, აღწერა Griitz (1927 წელს).

არსებობს ყველანაირი საფუძველი, რომ ამ კლასიფიკაციას დაემატოს კიდევ ერთი ფორმა, პოლიეტიოლოგიური ვარიანტი, რომლის განვითარებაც დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ვირუსული ჰერპესული ინფექციის, დიაბეტის, ათეროსლეროზის, კანდიდოზური ინფექცია,ასაკობრივი ინვოლუცია…).

პენისის კრაუროზი უპირატესად ვითარდება 40-60 წლის ასაკში. დაზიანება ლოკალიზდება პენისის თავზე, ჩუჩის შიგნითა ფურცელზე. შემთხვევათა დიდ ნაწილში დაავადება კანის ელასტიურობის დარღვევითა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის სიმშრალით იწყება. პენისის თავი ზიანდება დიფუზურად, დაზიანება იშვიათად არის კეროვანი. დაზიანების მიდამოში კანი იღებს მოთეთრო-მონაცრისფრო შეფერილობას, იშვიათ შემთხვევაში მოლურჯო ელფერს.

შემდგომში ვლინდება ატროფია და კანის შეჭმუხვნა, ტელეანგიექტაზიები. პენისის თავი ხდება შეხებისას რბილი, თხელი და ადვილად ნაოჭდება. ზოგიერთ პაცინეტს აღენიშნება ურეთრის ხვრელის სტენოზი და შესაბამისად, გაძნელებული შარდვა.

პენისის გრაუროზს თან ერთვის პარესთეზია და ქავილი; ზოგიერთ პაციენტს ქავილი არ აღენიშნება.

დაავადების მიმდინარეობა ხანგრძლივია და მკურნალობაც არ არის 100% ეფექტური. აღწერილია ერთეული შემთხვევები მეორადი ლეიკოპლაკიის ფონზე ეპითელიომის განვითარების შემთხვევები.

ზოგადი თერაპიიდან რეკომენდებულია მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ტესტორონის ინექციები კვირაში 3-ჯერ 10-10 მგ ოდენობით), ვიტამინი Е, ვიტამინი А 1,5-2 თვის განმავლობაში. ნიშნავენ ბიოგენურ პრეპარატებიდან ლიდაზას. სპაზმოლიზური საშუალებები: ანგიოტროფინი,ჰალიდორი,კომპლამინი, ანდეკოლანი. ფიზოთერაპიული საშუალებებიდან გამოიყენება ცხელი აბაზენები პენისისათვის, ადგილობრივი და რაფლექორული დიათერმია, ელექტროფორეზილიდაზითა და იოდიზირებული კალიუმით. გარდა ამისა კორტიკოსტერიოდული და დამარბილებელი კრემები.