სექსუალური დამოკიდებულება – სექსუალური ადიქცია

სექსუალური დამოკიდებულების ქვეშ მოიაზრება მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ამჟღავნებს უჩვეულოდ დიდ ინტერესს სექსის მიმართ, ან აქვს კომპულსიური (მოუთოკავი, უკონტროლო) სქესობრივი აქტივობა. სექსუალური დამოკიდებულება წარმოადგენს ჰიპერსექსუალობის პოპულარულ მოდელს.

სექსუალურად დამოკიდებულ ადამიანებს ხშირად ხელი ეშლებათ ყოველდღიურ სოციალურ ურთიერთობებში, თავისი მოვალეობების შესრულებაში.  მათი სექსუალური ქცევა ნაკლებ კონტროლირებადია მათ მიერ. ზოგ შემთხვევაში, ეს ადამიანები არ აღიარებენ საკუთარ პრობლემებს და არ ეძებენ დახმარებას.

სექსუალური დამოკიდებულება რისკის შემცველ ქცევას წარმოადგენს, რადგან ადამიანი ასეთ შემთხვევებში აკეთებს იმას, რასაც შეიძლება მისთვის ან საზოგადოებისთვის ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.

სექსუალური დამოკიდებულება ზოგი ადამიანისთვის კანონთან დაპირისპირებაშიც აისახება. მაგ, ზოგიერთი პარაფილიური დამოკიდებულება და ასეთი შემთხვევები ისჯება კანონით. ასეთ შემთხვევებს წარმოადგენს: გაუპატიურება ექსჰიბიციონიზმი, უხამსი სატელეფონო ზარები,  პედოფილია და ა.შ.

აუცილებელია მოხდეს დიფერენცირება სექსუალურ დამოკიდებულებას და პარაფილიას შორის. სექსუალური დამოკიდებულება მოჭარბებული, უკონტროლო ხასიათის სექსუალური აქტივობაა, ხოლო პარაფილია სექსუალური გადახრა, რომელიც არ არის სავალდებულო იყოს ან მოჭარბებული, ან უკონტროლო. შესაძლებელია ადამიანს გააჩნდეს ლატენტური სექსუალური ფანტაზიები, ასეთი ადამიანები საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ თუ მათი პარაფილიური მდგომარეობა ქცევაში არ აისახება.

მდგომარეობები, რომლებიც ასოცირებულია სექსუალურ დამოკიდებულებასთან:

  • კომპულსიური მასტურბაცია;
  • ძალიან ხშირი პოლიამორული ურთიერთობები;
  • ხშირი დაუცველი შემთხვევით პარტნიორთან სქესობრივი აქტივობა;
  • დაუცველი სექსი;
  • კიბერ სექსი (სატელეფონო ან ვების საშუალებით);
  • პროსტიტუცია ან პროსტიტუტებთან ურთიერთობა (სექსუალური);
  • ექსჰიბიციონიზმი;
  • ვუაიერიზმი;
  • სექსუალური დევნა;
  • სექსუალური ძალადობა/გაუპატიურება.

სექსუალური დამოკიდებულების მკურნალობა – ადამიანების უმრავლესობა უარყოფს საკუთარი მდგომარეობის პრობლემატურობას.  საბოლოოდ კი ასეთი შემთხვევები სრულდება: სამსახურის დაკარგვით, განქორწინებით, დაპატიმრებით და ა.შ.

მკურნალობას წარმოადგენს პაციენტის სექსუალური განათლების მიცემა ადამიანის ჯანსაღი სექსუალობის შესახებ.  გამოიყენება სხვადასხვა პროგრამები, რომლის საშუალებითაც ადამიანს საშუალება ეძლევა დააღწიოს თავი სექსუალურ დამოკიდებულებას. მედიკამენტებიდან კი გამოიყენება ობსესიურ – კომპულსიური აშლილობის სამკურნალო მედიკამენტები. ძირითადად: პროზაკი და ანაფრანილი.