უსაფრთხო სექსი

ამ საუკუნის მეორე ათწლეულში სექსთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკები საგრძნობლად გაიზარდა. შიდსის, გონორეისა და ქლამიდიოზის შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი ყოველ წამს იზრდება. ეს ხდება ყველგან და ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანებში.

ევროპულ ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით ლიდერობს დიდი ბრიტანეთი. 2008 წელს ბრედლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ დიდმა ბრიტენეთმა დასავლეთის ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის „ერთი ღამის დედაქალაქის“ სახელი შეიძინა.

სტატისტიკურად აღმოჩნდა, რომ ქალებშიც და მამაკაცებშიც პარტნიორების რიცხვი განუხრელად მატულობს. ფართოდ გავრცელებულია ორგიები, სექს კლუბები, სექსი ავტობუსების გაჩერებებზე, საუნები და დანარჩენ შემთხვევაში ადამაინები უბრალოდ უარს ამბობენ პრეზერვატივებსა და კონტრაცეფციაზე.

ჩვენს დროში მოზარდები ქალიშვილობას კარგავენ ძალიან პატარა ასაკში, ისე რომ არც ი იციან რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ზოგჯერ სექსს. ადამიანები თავს ირწმუნებენ, რომ ეს სიტუაცია მათ არ ეხება და მათ არაფერი მოუვათ. სინამდვილეში კი ჩვენს ირგვლივ უამრავი ინფექციაა და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

უსაფრთხო სექსის რამდენიმე განმარტება არსებობს:

  • სექსი მუდმივ ჯანმრთელ სქესობრივ პარტნიორთან;
  • პრეზერვატივი არის უსაფრთხო სექსის პანაცეა.

დროთა განმავლობაში მეცნიერები ვარაუდობენ სექსობრივად გადამდები ინფექციების როცხვის ზრდას ვარაუდობენ, თუკი ადამიანები არ შეეჩვევიან უსაფრთხო სექსს.

უსაფრთხო სექსი მოიცავს მუდმივად პრეზერვატივის გამოყენებას შემთხვევითი სქესობრივი კავშირების და რამდენიმე სექსუალური პარტნიორის ყოლის შემთხვევაში.