წყლულები პენისზე

სხვადასხვა დაავადებების, ინფექციურ-ანთებით პროცესების დროს პენისზე შეიძლება გაჩნდეს ლაქები. პენისის ლაქები ძირითადად სამი სახისაა:  წყლულები, პაპულები,  ფოლაქები.

წყლულები:

  • პენისზე ერთეული წყლული –  ხშირად გამოწვეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზით; ამიტომ მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებელია  დროული სამედიცინო დახმარების მიღება;
  • პირველადი სიფილის – ერთი, მრგვალი, უმტკივნეულო წყლული პენისზე   ახასიათებს სიფილისს. სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და საჭიროებს დროულ სამედიცინო დიაგნოსტირებას და მკურნალობას;
  • შანკროიდი (რბილი შანკრი) – შანკროიდი, იგივე რბილი შანკრი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა,  რომელიც ხასიათდება გენიტალიებზე  წყლულოვანი დაზიანებით და ტკივილით. შანკროიდი ვრცელდება მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე სქესობრივი კონტაქტით. მას იწვევს ჰემოფილურ დურცეი (Haemophilus ducreyi);
  • გრანულომა ინგიუინალე  – Granuloma inguinale – ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია კლებსიელა გრანულომატოზით K. granulomatis;
  • საზარდულის ლიმფოგრანულომა – საზარდულის ლიმფური კვანძების ანთებაა, რომლებიც გამოიბერება და შეიძლება გაიხსნას საზარდულის კანზე;
  • პენისის კიბო (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) –  ძირითადად უმტკივნეულო წყლულის სახით შეიძლება გაჩნდეს,  ძირითადად ვითარდება 50 წლის შემდეგ და მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა.

მრავლობითი წყლულები პენისზე – შედარებით უფრო მარტივი მდგომარეობებია და ნაკლებ სერიოზული მდგომარეობებით შეიძლება იყოს გამოწვეული.  მრავლობითი წყლულები შეიძლება დაიყოს მწვავე და ქრონიკულ მდგომარეობებად.

მწვავე

  • მარტივი ჰერპესი – ყველაზე ხშირი მიზეზეია, რომელსაც შეუძლია მრავლობითი წყლულის გამოწვევა პენისზე.  ძირითადად გენიტალურ ჰერპესს იწვევს ჰერპეს ვირუსი მეორე ტიპის. იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს პირველმა ტიპმაც;
  • მეორადი სიფილისი –  მრავლობითი, ირეგულარული, უმტკივნეულო რუხი წყლულებია. ახასიათებს სიფილისის მეორად ეტაპს.
  • აფთები  –  მტკივნეული მცირე ზომის წყლულები, ძირითადად ჩნდება პირის ღრუში, თუმცა შეიძლება განვითარდეს პენისზეც.

ქრონიკული

  • პენფიგუსი – ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში ვითარდება ძირითადად. თუმცა შეიძლება განვითარდეს პენისზეც. ვლინდება თხელკედლიანი, ბუშტუკოვანი გამონაყრის სახით;
  • ბეხჩეტის დაავადება (Behçet’s disease) – სისტემური ვასკულიტით გამოხატული იშვიათი  დაავადებაა. დაავადება ხშირად ვითარდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში;
  • რეიტერის სინდრომი – ალერგიული, ანთებით დაავადებაა გამოიხატება პენისის თავზე მცირე წყლულებით. ის აგრეთვე შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვა ნაწილებში: კუნთებზე, ფრჩხილებთან,  თვალებზე და ა.შ.