ბოუენის დაავადება

ბოუენის დაავადება (ბრტყელუჯრედოვანი კიბო in situ) ადამიანის პაპილომავირუსის (16, 18 ტიპი) ავთვისებიანი მიმდინარეობის შედეგია.

კლინიკურად ვლინდება ერთეული ფოლაქით, რომელიც ლოკალიზდება პენისის სხეულზე. ფოლაქს მკვეთრი საზღვრები აქვს, ზედაპირზე შეინიშნება აქერცვლა. შეიძლება გაჩნდეს ქერქები. თავად ფოლაქი ზედაპირიდან ოდნავ წამოწეულია ინფილტრაციის ხარჯზე. ცენტრი პერიფერიასთან შედარებით ჩაღრმავებულია.

ასეთი წარმონქმნები არის პენისის თავზე, მაგრამ ისინი საკუთარ სახელს ატარებენ – კეირის ერითროპლაზია. დაავადება ძირითადად 40-45 წლის ასაკში. 5-10%-ში დაავადება ავთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება, რომლის დროსაც დაავადება პროგრესირებს და იძლევა მეტასტაზებს. ამ დროს პროცესი ღრმავდება. ფოლაქის ადგილზე ფორმირდება ქსოვილების კონგლომერატი, დაფარული ქერქებით, რომელიც ადვილად სისხლმდენია შეხებისას.

მკურნალობა ქირურგიულია. სისმსივნის მოშორების შეუძლებლობის შემთხვევაში საჭიროა სხივური და ქიმიო თერაპია.

პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.