გამონაყარი მამაკაცის გენიტალიებზე

გამონაყარი პენისზე ძირითადად ვლინდება პაპულების, პატარა წითელი ლაქების სახით რომელიც ინფექციურ ხასიათს ატარებს, პენისზე გამონაყრი სხვადასხვა ფორმებით და სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება  იყოს განპირებობული.

  • კონტაგიოზური მოლუსიკი –  ვირუსული ინფექციაა, აზიანებს კანს და ლორწოვან გარსებს. იწვევს molluscum contagiosum virus (MCV).  არ ჰყავს ცხოველებში რეზერვუარი აინფიცირებს მხოლოდ ადამიანებს.  კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსი არსებობს სხვადასხვა ფორმის MCV 1, 2, 4. ყველაზე ხშირია  კონტაგიოზური მოლუსკის ტიპი 2. რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით.  მკურნალობისთვის გამოიყენება კრიოთერაპია და ასტრინგენტები. მაგ. კალიუმის ჰიდროქლორიდი და კათარიდინი;
  • თმის ფოლიკულის და ცხიმოვანი ჯირკვლების ანთება – ასეთი გამონაყარი საკმაოდ ხშირია. შეიძლება განვითარდეს ადამიანის სხეულის ნებისმიერ უბანზე, მათ შორის გენიტალიებზეც, ძირითადად პენისის სხეულზე ვითარდება.  მკურნალობას წარმოადგენს ანტიბიოტიკები;
  • ჰირსუტული პაპულები –  არაანთებითი მარგალიტისებრი გამონაყარია პენისის თავის კიდეების გასწვრივ. მკურნალობას არ საჭიროებს;
  • ფორდიცის წერტილები –  1-5 მმ – ის დიამეტრის, მოწითალო მეწამულისფერი, თეთრი ან მკრთალი პაპულებია. ექტოპიური ცხიმოვანი ჯირკვლებია, – მკურნალობას არ საჭიროებს.  ფორდიცის ლაქები შეიძლება განვითარდეს  სახეზე და ტუჩებზეც, თუმცა ძირითადად ვითარდება პენისზე;
  • ფსორიაზი – გამოიხატება გასქელებული წითელი პაპულებით კანზე, ვითარდება ძირითადად სხეულის სხვა ნაწილებში.  მკურნალობისთვის გამოიყენება სტეროიდული კრემები და calcipotriol cream .

მეჭეჭები –  გენიტალური მეჭეჭები გამოწვეულია პაპილომა ვირუსით, რომელიც გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის სქესობრივი გზით.