ფოლაქები პენისზე

პენისზე ფოლაქების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობებია. ძირითადად მისი გამომწვევი დაავადება მძიმე არ არის.  , იშვიათ შემთხვევებში კი პენისზე ფოლაქები შეიძლება იყოს პრეკანცერული მდგომარეობა. მაგ.  ქეირატის ეროითროპლაზია(იგივე ბოუვენის დაავადება, გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსი 16-ით.) BXO (balanitis xerotica obliterans, დაავადებაა, რომლის დროსაც პენისის თავზე და ჩუჩაზე ჩნდება თეთრი ატროფიული ღარები).

  • ბალანიტი და პოსტიტი – პენისის თავის და ჩუჩის ანთებაა. ანთება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ბაქტერიებმა, ასევე სოკოებმა. ხანშიშესულ მამაკაცებში ბალანიტი და ბალანოპოსტიტი უხშირესად გამოწვეულია დიაბეტური მდგომარეობით.
  • ქეირატის ერითროპლაზია- მ პრეკანცერული მდგომარეობაა, რომელიც საკმაოდ იშვიათად ვითარდება. ძირითადად გამოიხატება ღია წითელი ფერის ხავერდოვანი პოაქით პენისზე. ქეირატის ერითროპლაზია, როგორც წესი არ იწვევს ტკივილს და არც ქავილს.  ამ მდგომარეობას სჭირდება დროული დიაგნოსტირერბა და მკურნალობა( ამოკვეთა), ვინაიდან წარმოადგენს კიბოსწინარე მდგომარეობას.
  • ზუუნის პლაზმურ უჯრედოვანი ბალანიტი –  პენისის თავის და ჩუჩის შიგნითა ზედაპირზე მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომელიც ძირითადად უმტკივნეულოდ მიმდინარეობა, მაგრამ ახასიათებს  ქავილი.  როგორც წესი ემორჩილება სტეროიდული კრემებით მკურნალობას.  ეს მდგომარეობა არ არის საშიში და აუცილებელია მისი დიფერენცირება ქეირატის ერითროპლაზიისგან.  ზუუნის ბალანიტის მკურნალობას შეიძლება წარმოადგენდეს წინდაცვეთა.
  • სკლეროზული ლიქენი,  ბალანიტის ქსეროტიკა ოპბლიტერანს.  –  სკლეროზული ძირითადად აღმოცენდება პენისის თავზე თეთრი ფოლაქების სახით.  შეიძლება აღმოცენდეს პენისის სხეულზე. არ ახასიათებს სიმპტომები, თუმცა იშვიათად შეიძლება მიმდინარეობდეს წვის, ქავილის და გაღიზიანების სიმპტომებით.
  • ფსორიაზი – მდგომარეობაა რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში ვითარდება, თუმცა შეიძლება განვითარდეს გენიტალიებზეც.
  • ეკზემა –  გამოიხატება დიფუზური წითელი ფოლაქებით პენისზე,  მკურნალობენ ძირითადად სტეროიდული კრემებით. ეკზემა როგორც წესი აღმოცენდება სხეულის სხვა ნაწილებში გენიტალიზებზე პირველად მისი აღმოცენება საკმაოდ იშვიათია. .