ჰიდროცისტომა


სინონიმი: ჰიდროკისტომა

ჰიდროცისტომა იშვიათი კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეა საოფლე ჯირკვლებიდან წარმოშობილი. წარმოიქმნება გამომტანი სადინრების პასიური გარათოების, ან სადინრის ეპითელიუმის პროლიფერაციის შედეგად, რაც იწვევს ოფლის დაგროვებას.

ჰიდროცისტომა რის სითხით სავსე ბუშტუკი, მოთეთრო, ან მოლურჯო შეფერილობის. დიამტრი 1-5 მმ-დან 1სმ-მდე.

ჰიდროცისტომის მიზეზი არის მიდრეკილება ჭარბი ოფლგამოყოფისადმი, ჭარნი წონა, ჰორმონალური დარღვევები, სტეროიდების მიღება, თბილი და ცხელი კლიმატი, სამუშაო მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მიმდინარეობა კეთილსაიმედოა. სუბიექტური შეგრძნებები მინიმალურია. მიდრეკილია სპონტანურად უკვალოდ გაქრობისა და ხშირი რეციდივებისაკენ.

მკურნალობა, როგორც წესი არ სჭირდება, მთავარია დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და ლიკვიდირებული იქნას.

პროფილაქტიკა – კანის ჰიგიენა.