გენიტალიების კანის ლაქოვანი დაზიანება

ლაქა (macula) ეს არის კანის შეფერილობის ცვლილევა გარკვეულ უბანზე, ისე რომ ირგვლივმდებარე კანისგან განასხვავება არ არის ფერის გარდა არც კანის კონსისტენციით, არც რელიეფით. კანის ლაქოვანი დაზიანება ბევრი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი, როგორც პარაზიტულ დაავადებეს, ასევე სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს.

ზოგჯერ ლაქა განიცდის ევოლუციას პაპულაში, ეროზიასა და წყლულში, ზოგჯერ კი დაავადების ერთადერთ სიმპტომას სწორედ ეს ლაქა რჩება და ქრება მკურნალობის ჩატარების შემდეგ, ან თავისთავად.

არჩევენ ანთებით (სისხლძარღვების გაფართოებასთან დაკავშრებულ) და არაანთებით (სისხლჩაქცევასთან, კანის პიგმენტაციის ცვლილებასთან და კანის ატროფიასთან დაკავშირებული) ლაქები.

ანთებით ლაქებს იწვევს შემდეგ დაავადებები – კანდიდოზური ბალანოპოსტიტი და ვულვიტი, ბალანოპოსტიტი, ვულვოვაგინიტი, ცირცინარული ბალანოპოსტიტი, ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა (Fixed drug eruption), ვესტიბულიტი, ალერგიული ბალანოპოსტიტი, ალერგიული ვულვოვაგინიტი, გლუვი კანის მიკოზი (Tinea corporis), ბოქვენის პედიკულოზი (Pediculosis), კონტაქტური დერმატიტი (Allergic contact dermatitis), სებორეული დერმატიტი (Seborrheic dermatitis), გაღიზინებადი დერმატიტი (Primary irritant dermatitis), საფენების დერმატიტი (diaper dermatitis), მრავალფორმიანი ერითემა (Erythema multiforme), ერითრაზმა (Erythrasma), ვულვალური დისტროფიები (Vulval Dystrophy), კეროვენი სკლეროდერმია.

არაანთებითი ლაქები – ვიტილოგო (Vitiligo), სასქესო ორგანოების კეროვანი მელანოზი (Benign vulvar melanosis), მელანოციტური ნევუსები (Melanocytic nevus), ლენტიგო (Lentigo, lentiginosis).