საზარდულის გრანულომა

საზარდულის გრანულომა ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც იწვევს კლებსიელა გრანულომატოზის  K. granulomatis. ინფექცია ხასიათდება გენიტალიების წყლულოვანი დაზიანებით. საზარდულის გრანულომა ცნობილია დონოვანოზის, საზარდულის ტროპიკული გრანულომის, საზარდულის გენიტალური ლუპოიდის სახელით.

დაავადება  ხშირად მიმდინარეობს მკურნალობის გარეშე, რადგან იმ ქვეყნებში სადაც ის ხშირად ვითარდება სამედიცინო დახმარების დეფიციტია.  საზარდულის გრანულომას არ ახასიათებს ტკივილი, ამიტომ მისი დიფერენცირება აუცილებელია სიფილისის გუმისგან.

საზარდულის გრანულომა საბოლოოდ იწვევს სხეულის შიგნითა და გარეთა ქსოვილების დესტრუქციას.  დაზიანების დაგილიდან შეიძლება დიდი რაოდენობით სითხის ან სისხლის დინება ხდებოდეს.  ქსოვილებში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები საშიშია  სუპერინფექციის განვითარების მხრივ ( არსებულ ინფიცირების კერაში, დამატებით ინფიცირება).

სიმპტომები –   მცირე ზომის კვანძები ჩნდება  საზარდულის მიდამოში ინფიცირებიდან 10-40 დღის განმავლობაში.  ბაქტერიასთან კონტაქტის ხშირი ადგილებია: პენისი, სასირცხვო ბაგეები, შორისის მიდამო,  იშვიათად საშო და საშვილოსნოს ყელი.

ინფექცია გადაეცება ღია ჭრილობის დაზიანებულ  კანთან კონტაქტისას.

მკურნალობას წარმოადგენს ანტიბიოტიკები:  ერითრომიცინი, სტრეპტომიცინი, ტეტრაციკლინი,  ან 12 კვირა ამპიცილინით მკურნალობა ( სტანდარტული).

ინფექცია კლებას იწყებს  დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში.

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU