ანდროპაუზა (მამაკაცების კლიმაქსი)

ანდროპაუზა, იგივე მამაკაცების მენოპაუზა, არის კრებით სახელი, რომელიც მოიაზრებს ასაკის მატებასთან დაკავშირებულ ჰორმონულ ცვლილებებს, რომელიც აისახება მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზე და ფიზიოლოგიაზე. მამაკაცის ორგანიზმში შუა ხნის ასაკისთვის მცირდება ტესტოსტერონის და დიჰიდროტესტოსტერონის რაოდენობა, რომელიც ასოცირებულია ლეიდიგის უჯრედების რაოდენობრივ და ფუნქციურ შემცირება-დაქვეითებასთან.

ანდროპაუზა არ არის შეტანილი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში, ვინაიდან მას კონკრეტული განსაზღრული მიმდინარეობა და გამოხატულება არ გააჩნია,  ანდროპაუზა აღნიშნავს იმ პერიოდს, როდესაც მამაკაცის ორგანიზმში დაბერების ნიშნები ხდება გამოხატული.

ანდროპაუზას, ზოგჯერ მოიხსენიებენ ჰიპოგონადიზმის სინონიმად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჰიპოგონადიზმი ნიშნავს სასქესო (აქ სათესლე)  ჯირკვლების უკმარისობას (ან ფუნქციურ შესუსტებას), შესაბამისად ჰიპოგონადიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ხოლო ანდროპაუზა უმეტესად აღწერს ასაკთან დაკავშირებულ ჰორმონულ ცვლილებებს და დაბერების ნიშნებს მამაკაცებში.

ტესტოსტერონის დონის დაქვეითებასთან ერთად მამაკაცს უქვეითდება ერექცია, ლიბიდო (სექსუალური ლტოლვა), ხდება ნერვიული, დეპრესიული, უსუსტდება მეხსიერება, კონცენტრაციის შემცირებამ, ადვილად დაღლილობა, უძილობა, ალები (სიწითლე, სისხლძარღვების გაფართოებითაა გამოწვეული). სიმპტომები ხშირად ქრება, თუ ადამიანი მიმართავს ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიას.

მეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მამაკაცის ანდროპაუზა ოსტეოპოროზის რისკს ზრდის.  SLOH – “symptomatic late onset hypogonadism” და “androgen deficiency of the aging male” (“ADAM”) ტერმინები გამოიყენება  ანდროპაუზის სინონიმებად.

ანდროპაუზის დროს მიმდინარე პროცესები არის ეტაპობრივი, თანდათანობითი და ხშირად ასიმპტომატურად მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია ერთი ფაქტის გათვალისწინება. ქალების შემთხვევაში მენოპაუზასთან ერთად (საშუალოდ 50 წლის ასაკისთვის) წყდება ქალის ყოველგვარი რეპროდუქციული ფუნქცია, ხოლო მამაკაცების ანდროპაუზის დროს ხდება ტესტოსტერონის შემცირება, სხვადასხვა სიმპტომები, ხშირად იმპოტენციაც, მაგრამ მათი რეპროდუქციული ფუნქცია უმეტეს შემთხვევაში შენარჩუნებულია.

ტესტოსტერონი მცირდება ყოველ ათწლეულში 10 % – ით 30 წლიდან მოყოლებული (წელიწადში 1 %).

მამაკაცებს, რომლებსაც ხშირი შეხება და კავშირი აქვთ  ესტროგენებთან(ქალურ ჰორმონებთან)  მაგ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. აგრეთვე მამაკაცებს ვინც დასაქმებული არიან    ნაგავსაწვავ სადგურებთან, პლასტიკურ ქარხნებში,  შეიძლება დაუდგეთ ნაადრევი ანდროპაუზა.

50 წლის ასაკისთვის მამაკაცების 50 % განიცდის ანდროპაუზას.

მკურნალობა –  ტესტოსტერონით ჩანაცვლებით თერაპია.

დიეტა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვირთვა-ვარჯიში. სტრესის მართვა, სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორების გამოყენება.