მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა

ულტრაბგერითი გამოკვლევა ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით იკვლევს ადამიანის სხეულის რბილ ქსოვილებს. მათ შორის მცირე მენჯის ღრუს.

ქალებში ულტრაბგერითი გამოკვლევა იკვლევს: შარდის ბუშტი, საკვერცხეები, საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი და ფალოპის მილები.

მამაკაცებში ულტრაბგერითი გამოკვლევა იკვლევს: შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი და სათესლე ბუშტუკები.

ერთგვაროვანი ორგანოები და ქსოვილები, როგორიცაა საშვილოსნო, საკვერცხეები და წინამდებარე ჯირკვალი, ან სითხით სავსე ორგანოები,მაგ, შარდის ბუშტი, კარგად ჩანს ულტრაბგეტით გამოკველვაზე. ძვლები და ჰაერით სავსე ორგანოები (მაგ, ნაწლავები) ხელს უშლიან სხვა ორგანოების ვიზუალიზაციას.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ვიზუალიზაცია წარმოებს სამი მეთოდით: ტრანაბდომინალური, ტრანსრექტალური და ტრანსვაგინალური.

  • ტრანააბდომინალური ულტრაბგერა – პატარა პორტატული ხელსაწყოთი ვიზუალიზდება მუცლის ქვედა ნაწილის, კერძოდ, მენჯის ღრუ. ულტრაბგერითი გამოკვლევით დგინდება საშვილოსნოს ზომები, ფიბრომების, კისტების არსებობა;
  • ტრანსრექტალური ულტრაბგერა – ამ დროს ულტრაბგერითი გადამწოდი სწორი ნაწლავის ფორმისაა. ტრანსრექტალური გამოკვლევა ტარდება მამაკაცებში პროსტატის ზომებისა და მასში პათოლოგიური პროცესების არსებობისას;
  • ტრანსვაგინალური ულტრაბგერა – გადამწოდი საშოს ფორმისაა. ქალებში კეთდება როგორც ტრანსავაგინალური, ასევე ტრანსრექტალური ულტრაბგერა.

სამივე ფორმის დროს გადამწოდის მიერ გამოსხივებული ტალღები სხვადასხვა ქსოვილის მიერ განსხვავებულად აირეკლება, შემდეგ ისევ აღიქმება ამ გადამწოდის მიერ და მიეწოდება ეკრანს, სადაც ხდება ორგანოების ვიზუალუზაცია.

მამაკაცებსა და ქალებში მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერა კეთდება შემდეგი მიზნებით:

  • შარდში სისხლის არსებობის მიზეზის დასადგენად;
  • შარდვის გაძნელების მიზეზის დასადგენად;
  • შარდის ბუშტის ზომების დასადგენად მოშარდვამდე და მოშარდვის შემდეგ;
  • მცირე მენჯის ღრუში სიმსივნური წარმონაქმნების აღმოსაჩენად;
  • ბიოფსიის, კისტის, ან ჩირქგროვის დაცლის დროს ნემსის მიმართლების გასაკონტროლებლად;
  • სწორი ნაწლავის კიბოს დასაგდგენად.

ქალებში მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერა კეთდება შემდეგი მიზნებით:

  • მუცელში ტკივილის მიზეზის დასადგენად;
  • საშოდან სისხლდენის მიზეზის დასადგენად;
  • მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების სადიაგნოსტიკოდ;
  • საშვილოსნოსშიდა სპირალი აღმოსაჩენად;
  • საშვილოსნოს ზომებისა და ფორმის, აგრეთვე მისი კედლის სისქის დასადგენად;
  • საკვერცხის ზომებისა და ფორმის დასადგენად;
  • ორსულობის დასადგენად, ან საშვილონოსგარე ორსულობის გამოსარიცხად;
  • ორსულობის დროს ქალებში საშვილოსნოს ყელის სიგრძის დასადგენად ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში;
  • საშვილოსნოში ფიბრომის, კისტის არსებობის დასადგენად;
  • ოვარიული ფოლიკულის ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის ამორების დროს კონტროლი.

მამაკაცებში მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერა კეთდება შემდეგი მიზნებით:

  • წინამდებარე ჯირკვლისა და სათესლე ბუშტუკების დასათვალიერებლად;
  • პროსტატის კიბოს არსებობის დადგენა და შემდგომშ მისი ზომების კონტროლი;
  • შარდვის პრობლემების დროს პროსტატის ზომებისა და მასში ანთებითი მოვლენების არსებობის დადგენა.