მენოპაუზა ქალებში (კლიმაქსი)

კლიმაქსი ანუ მენოპაუზა (ბერძნ. Climacter – საფეხური, ეტაპი) – ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როცა იცვლება ჰორმონალური ფონი, ქვეითდება საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქციები. ძირითადი კლინიკური სიმპტომი მენსტრუაციის შეწყვეტა.

კლიმაქსი იყოფა ორ ეტაპად:

პრემენოპაუზა – წინ უსწრებს მენოპაუზას, იწყება 45 წლიდან. ამ პერიოდისათვის საკვერცხეები ნელ ნელა ამცირებენ მუშაობას. პრემენოპაუზა შეიძლება გრძელდებოდეს 2-6 წელი. კლიმაქსის ამ ეტაპის დროს მენსტრუალური ციკლი ირღვევა, მათ შორის პერიოდი ხანგრძლივდება და მენსტუაციის დროს გამოყოფილი სისხლის რაოდენობა მცირდება;

მენოპაუზა –  კლიმაქსის ამ პერიოდისათვის სახასიათოა მენსტრუაციების თანდათანობითი დამოკლება და ბოლოს გაქრობა. ეს პერიოდის შეიძლება გაგრძელდეს საშუალოდ 8 წლამდე. ამ პერიოდში თანდათან იწყება ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენებისა და პროგესტერონის) რაოდენობის კლება. ამის შემდეგ ირღვევა ჰიპთალამუსთან უკუკავშირი.

კლიმაქსის სიმპტომები იყოფა რამდენიმე ჯგუფად:

  • ვაზომოტორული და ემოციურ-ფსიქიკური დარღვევები – ვლინდება სიცხის შეგრძნებით, სახის სიწითლით, მომატებული ოფლიანობით, ამ ყველაფერს „ალები“ ჰქვია. შეიძლება გამოიხატოს კანკალი, გახშირებული გულისცემა, გაღიზიანებულობა, ძილიანობა, სისუსტე, მოუსვენრობა, დეპრესია, უყურადღებობა, გულმავიწყობა;
  • უროგენიტალური ცვლილებები – საშოს სიმშრალე, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, ქავილი და წვა, გახშირებული შარდვა, კანის სიბერე (ფრჩხილების მტვრევედობა და სიმშრალე, თმის ცვენა და სიმშრალე, ნაოჭების გაჩენა);
  • ნივთიერებათა ცვლის პრობლემები – ოსტეოპოროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

არსებობს კლიმაქსის როგორც არაჰორმონალური, ასევე ჰორმონალური მკურნალობა. ბოლო დროს შემოვიდა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, რომლის დანიშვნაც ხდება ენოკრინოლოგ-გინეკოლოგს მიერ. ამისთვის გამოკვლეული უნდა იქნას სარძევე ჯირკვლები, საშვილოსნოს ღრუ, სისხლის შედედების უნარი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციები.

ქალების დიდ ნაწილში კლიმაქსი მიდინარეობს განსაკუთრებული გართულებების გარეშე. 5-10% კი ვლინდება მომატებული აგზნებადობა, განწყობის ლაბილურობა, ძილის დარღვევები, თავბრუსხვავა, არტერიული წნევის მომატება, ნევროზები.