XX მამაკაცი

XX სასქესო ქრომოსომათა კომპლექსია, რომელიც ადამიანში ახასიათებს  და განსაზღვრავს მდედრობით სქესს.  თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეიძლება გენოტიპუტრად იყოს XX ქრომოსომის მატარებელი, თუმცა ფენოტიპურად (გარგნულად) ის მამაკაცი იყოს.

ეს მდგომარეობა გამოწვეულია  სასქესო უჯრედების განვითარების პერიოდში, მეიოზური გაყოფის  სტადიაში X  და Y ქრომოსომებს შორის უბნების გაცვლით (კროსინგოცერის დროს).  X – ქრომოსომა ღებულობს  Y ქრომოსომისგან  SRY – გენებს, რომლებიც ნორმაში მამაკაცს გააჩნია, ქალს კი არა.

შესაბამისად ასეთი შემთხვევების შედეგად იბადებიან გენეტიკურად გოგონები ბიჭებად.

ასეთი შემთხვევები გფვხვდება  4-5 შემთხვევა  100 000 ადამიანზე.

სიმპტომები:

  • მცირე ზომის სათესლეები
  • უნაყოფობა
  • ქალური მახასიათებლები
  • გინეკომასტია
  • სახეზე თმების ზრდა შესუსტებულია
  • ლიბიდო დაქვეითებული.

ასეთი ადამიანები საზოგადოებაში ჩვეულებრივ არიან ბიჭები და კაცები და არა ქალები.

დიაგნოზი:

  • XX კარიოტიპი ორ ქსოვილში, რომელთაგან ერთი მაინც შეიცავს  SRY გენებს.
  • მამაკაცის სასქესო ორგანოები, მათ შორის, ზოგჯერ ჰიპოსპადიაზი.
  • მიულერის ქსოვილის არარსებობს.
  • სათესლე ჯირკვლების არსებობა.