სხეულის სურნელი

სხეულის სურნელი  ახასიათებს ყველა ადამიანს, რომელსაც გამოიმუშავებენ ადამიანის სხეულზე არსებული ბაქტერიები. ბაქტერიები სხეულზე მრავლდებიან სწრაფად კანზე ოფლის არსებობის შემთხვევაში, თვითონ ოფლს როგორც წესი არ აქვს  სუნი, არამედ ბაქტერიებს, რომლებიც ამ გარემოში ცხოვრობენ. სუნი აქვს აგრეთვე ადამიანის კანის ცხიმოვანი ჯიკვლების მიერ გამომუშავებულ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც ინტიმურ ადგილებში სპეციფიურ სუნს ანიჭებს ადამიანს.  ადამიანის ოფლში მცირე რაოდენობით არის ფერომონები, რომელიც მიჩნეულია, რომ სექსუალური მიზიდულობის უნარს ატარებს საპირისპირო სქესის მიმართ.

დეოდორანტი არის ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება სხეულის სუნის გასაქრობად. ადამიანის სუნი შეიძლება იყოს სპეციფიური, ადამიანებში  სხეულის სუნს შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ცხოველებში ის იდენთიფიკაციის საშუალებას წარმოადგენს.  ადამიანის სხეულის სუნზე გავლენას ახდენს: კვება, ცხოვრების სტილი, სქესი, გენეტიკა, წამლები, ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პროპიონის მჟავა წარმოდგენილია მრავალი ოფლის ნიმუშში.  ეს მჟავა წარმოიქმნება ამინო მჟავების დაშლის შედეგად პროპიონბაქტერიის მიერ.  ეს ბაქტერიები ცხოვრობენ კანის ცხიმოვან ჯირკვლის სადინრებში.  პროპიონის მჟავა არის ძმარმჟავას მსგავსი, ხასიათდება სუნით. იზოვალერიული მჟავა Isovaleric acid (3-methyl butanoic acid)  აგრეთვე იწვევს სხეულის სუნს მისი გამომწვევია კანის სტაფილოკოკი Staphylococcus epidermidis.

სხეულის სუნის გენეტიკურ წინასწარგანწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ძირითადი ჰისტოშეთავსებადობის ცილები (MHC) აქვთ განსხვავებული ადამიანებს, ეს ცილები მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში. ეს კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ბაქტერიების გამრავლების რეგულაციას კანზე.  სხეულის სუნს აგრეთვე განაპირობებს კანზე არსებული კორინობაქტერიები Corynebacteriumრომელიც გრამ-დადებითი ბაქტერიაა.